ოზურგეთში სახლის მესაკუთრის შვილიშვილმა პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ბანერი ჩამოხსნა და სახლის ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა.
მანამდე მან დროშები სახლიდან გადმოფინა, თუმცა ბებიამ ჩამოხსნა.
მისი თქმით, ფართის მიქირავების შესახებ არ იცოდა და ალტ-ინფოს ოფისის გახსნის საშუალება ბებიამ მისცა, რომელიც, მისივე თქმით, “გააცურეს”.
“არანაირად არ ვემხრობი ალტ-ინფოს. მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და ვერ ავიტან რუსულ პროპაგანდას. რუსეთის სისასტიკეს არანაირად არ ვემხრობი. სანამ აქ ვიქნები, ალტ-ინფო თავის ბანერს ვერ გადმოფენს. მათ გააცურეს ჩემი ასაკოვანი ბებია და [ასე შეძლეს ოფისის გახსნა]. მე არ ვუჭერ მხარს რუსეთს, ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს”, – ამბობს ბიჭი.
ის ალტ–ინფოს წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია.
კომენტარები