• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია კიბოს მაღალ რისკთან” – ზაზა წერეთელი კორეელი მეცნიერების კვლევაზე

ალია ავტორი - ალია
17:09 10-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
“ახლახან კორეელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მეტად საინტერესო კვლევის შედეგები. კვლევის მიზანი იყო ალკოჰოლის მოხმარების შემცირების, შეწყვეტის ან გაზრდის და ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს და ყველა კიბოს განვითარებას შორის კავშირის გამოკვლევა.
პოპულაციაზე დაფუძნებული კოჰორტულმა კვლევამ გააანალიზა კორეის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულ სამსახურში დარეგისტრირებული ზრდასრული ბენეფიციარები (40 წელზე უფროსი ასაკის) რომლებმაც გაიარეს ჯანმრთელობის ეროვნული სკრინინგი 2009 და 2011 წლებში და რომლებზეც ჰქონდათ ხელმისაწვდომი მონაცემები ალკოჰოლის მიღების სტატუსის შესახებ.
ალკოჰოლის მოხმარების დონე, რომელიც მითითებული იყო სკრინინგის კითხვარებში იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად: არცერთი (0 გ/დღე), მსუბუქი (<15 გ/დღე), ზომიერი (15-29,9 გ/დღე) და მძიმე ( ≥30 გ/დ ალკოჰოლის მიღება.
პირველად გამოსავლად აღებული იქნა ახლად დიაგნოზირებული ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო (მათ შორის თავისა და კისრის, საყლაპავის, კოლორექტუმის, ღვიძლის, ხორხის და ქალის სარძევე ჯირკვლის კიბო), ხოლო მეორად გამოსავლად იყო ზოგადად ყველა ახლად დიაგნოზირებული კიბო (ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გარდა)
4513746 მონაწილეს შორის (საშუალო ასაკი, 53.6 წელი; 2324172 [51.5%] მამაკაცი), კიბოს სიხშირე იყო 7.7 – 1000 ადამიანზე წელიწადში საშუალოდ 6.4 წლის განმავლობაში დაკვირვების დროს. სასმელის მიღების ჯგუფების შედარებისას, ალკოჰოლის მზარდად მიღების ჯგუფს სხვა ჯგუფებთან შედარებით ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს და ზოგადად ყველა კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აღმოაჩნდათ.
ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს გაზრდილი სიხშირე ასოცირებული იყო ალკოჰოლის მიღების დოზასთან; მათთვის ვინც სასმელის არმიღებიდან გადავიდა მსუბუქ მიღებაზე (მორგებული საფრთხის კოეფიციენტი იყო 1.06), ვინც გადავიდა ზომიერზე (1.18) ხოლო მძიმე მიღებაზე (1.23-1.45) ანუ აღმოაჩნდათ კიბოს დიაგნოსტირების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მათ, ვინც არ სვამდა.
სასმელის ზომიერი დონის მქონე პირებს, რომლებმაც თავი დაანებეს ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს რისკი აღმოაჩნდათ უფრო დაბალი (aHR, 0.92-0.99), იმათთან შედარებით ვინც შეინარჩუნა ალკოჰოლის მიღების დონე.
სასმელის მუდმივად მძიმედ მიღების ჯგუფთან შედარებით, ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო შემცირდა სასმელის მიღების როგორც ზომიერ დონეზე გადასვლისას (ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო: aHR, , 0.86-0.97]; ყველა კიბო: aHR, 0.92-0.99]) ისევე კიდევ უფრო მეტად მსუბუქი დონეზე გადასვლის შემთხვევაშიც (ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო: aHR, 0.86-0.98; ყველა კიბო: aHR, 0.89-0.96])
ამ კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია ალკოჰოლთან და ყველა კიბოს უფრო მაღალ რისკთან, მაშინ როცა მუდმივი თავის დანებება და ალკოჰოლის დალევის შემცირება ასოცირდება ალკოჰოლთან და ყველა კიბოს დაბალ რისკებთან.
ასე რომ კიბოს პროფილაქტიკისთვის ალკოჰოლის მიღების შემცირებას და სრულად შეწყვეტას ქვეყნის ალკოჰოლის პოლიტიკის მეშვეობით ყველანაირაად უნდა შეეწყოს ხელი Good Health and Well-Being
https://jamanetwork.com/…/jamane…/fullarticle/2795595…
თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved