აზერბაიჯანი თეირანში საელჩოს და თავრიზში გენერალურ საკონსულოს ევაკუაციას ახორციელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრულად გაყვანა გადაწყვიტა.
„ეს პროცესი ეხება როგორც თეირანში არსებულ საელჩოს, ასევე თავრიზში არსებულ საკონსულოს. ამჟამად ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 მარტს, შუადღისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.














კომენტარები