• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, ორშაბათი, 27 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალიევის ამ ნაბიჯს რუსეთის პრეზიდენტისთვის სილის გაწვნადაც კი მიიჩნევენ” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
03:16 04-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აზარბაიჯანში ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა და შეიძლება კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების სფეროში დიდი ცვლილებების მომასწავებელი აღმოჩნდეს. ალიევმა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს 6 შეთანხმებას უსაფრთოების, სამხედრო, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სფეროებში.

ამ შეთანხმებების ბირთვი იყო ხელშეკრულებები უსაფრთოების და თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობის კუთხით. ღია წყაროებიდან ხდება ცნობილი, რომ მხარეებმა შეთანხდნენ ერთობლივი სამხედრო წარმოების შექმნაზე, აზარბაიჯანისთვის უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარებაზე. ამ მიზნით უკრაინამ უკვე გაგზავნა სამხედრო სპეციალისტები აზერბაიჯანში.

იგეგმება თანამშრომლობა ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარების კეთხით, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.

აზარბაიჯანი უკვე მონაწილეობს უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენაში და ცალკე შეთანხმებით განისაზღვა ამ მიმართულებით აზარბაიჯანის ბიზნესის მონაწილეობის კიდევ უფრო გაზრდა. რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მეზობლების ბიზნესის განვითარებას.

ცალკე დაიდო ხელშეკრულება და დაიგეგმა თანამშრომლობა ენრეგეტიკის სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული მხარესთვის. იმედია რუსებისთვის თავის მოწონების მიზნით, ჩვენ არ დავიწყებთ ამ შეთანხმებების ჩაშლას!

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების პლატფორმა უკრაინა–რუსეთს შორის.

ის რაც ალიევმა გააკეთა, ესაა სერიოზული ნაბიჯი რეგიონში რუსეთის დომინაციის დასასრულებლად, ზოგი ექსპერტი ალიევის ამ ნაბიჯს რუსეთის პრეზიდენტისთვის სილის გაწვნადაც კი მიიჩნევს. უკრაინა კი აქტიურად იწყებს პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესების გატარებას და უმნიშვნელოვანესი რეგიონიდან რუსეთის განდევნას.

გული გაგისკდება კაცს, რომ წარმოიდგენ რამოდენა იდიოტობა იყო 2022 წლის 24 თებერვალს რუსული აგრესიის დაწყებიდან ყოველ დღე იმის ლოდინი, რომ დღეს თუ არა ხვალ, სამ დღეში თუ არა, რამდენიმე თვეში რუსეთი უკრაინას დააჩოქებს, საქართველო კი გადარჩება ჩვენი მთავრობის „გენიალური სამშვიდობო პოლიტიკის“, ზელენსკის ხელისუფლების თუ ევროკავშირის ლანძღვისა და პრორუსული განცხადებების გამო!

როგორ საერთოდ წარმოდგენა არ უნდა გქონოდა უკრაინელებზე, როგორ უსაშველოდ უნდა ყოფილყავი „დაბოლილი“ რუსული არმიის უძლეველობასა და უკრაინელთა უმრავლესობის „რუსულ სამყაროში“ დაბრუნების სურვილზე რუსული პროპაგანდის ფეიკებით, რომ ამ ომში რუსების სწრაფი გამარჯვების დაგეჯერებინა! ალბათ იმით განსაზღვრეს, თავად როგორ მოიქცეოდნენ უკრაინელების ადგილას!

ისე, რუსი ჯაშუშების დაჭერით იმიჯის გამოსწორების უბადრუკი მცდელობა იმას ხომ არ უკავშირდება, რომ აქ მყოფმა ალიევმა უთხრა საქართველოს ხელისუფლებას თავის მიზნებზე, დაეწყო სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან? მან ამით დელიკატურად ხომ არ მიგანიშნათ, რომ სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ლიდერს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი რეგიონის რუსეთი გავლენის სფეროდან გამოყვანა, ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლების აგრესიული ანტიუკრაინული და ანტიევროპული რიტორიკა უბრალოდ საარაკოდ არაადექვატურია და ეწინააღმდეგება რეგიონის ინტერესებს ?

საქართველოს ხელისუფლებსი მიერ წარმოებული პოპულისტური პროპაგანდა მშვიდობაზე, ვითომ პატრიოტული რიტორიკა ევროკავშირის და უკრაინის წინააღმდეგ შეიძ₾ება ეფექტური აღმოჩნდეს მოკლე დროის განმავლობაში, მაგრამ როგორც წესი, ნებისმიერი ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები სერიოზულად აზიანებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერებს. სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მისი ჯიბის ჟურნალისტებისა და საზოგადოების იმ ნაწილზე დაყრდნობით, რომელიც ვერ გამოსულა „ერთმორწმუნე“ და „უძლეველი დიადი რუსეთის“ მითებიდან.

P.S.ახლა ხელისუფლების უნიჭო გამპრავებლებმა არ დაიწყოთ სისულელეების წერა, „უი ქაა, აზერაბიჯანს ნავთობი აქვს“ ან „ალიევს თურქები უდგანან და ჩვენ ვინ გვყავს, ჩვენ?“ ვინც შეიძლება გვყოლოდა იმათ წლებია მკვდარს და ცოცხალს ვუტრიალებთ თქვენნაირი უვიცების მქუხარე აპლოდისმენტების აკომპანიმენტით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved