“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ოპოზიციის ალიანსის” საარჩევნო მოთხოვნებზე ისაუბრა და თქვა;
პოლიტიკოსი არის იმის, რომ თავადვე ჰქონდეს პოზიცია, ჩვენ გვაქვს პოზიცია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერ პირობებში ივანიშვილის წინააღმდეგ შევიდეთ ბრძოლაში. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ის მოთხოვნები, რომელიც დასახელდა ცოტათი წარმოუდგენელია, კოსმიური ჯანრის მოთხოვნებია. მარტო პირველი მოთხოვნა რომ ავიღოთ – პარიტეტულ საკითხებზე ცესკო-ს მოწყობა, ეს ნიშნავს იმას, რომ 7 ოპოზიციონერი უნდა იყოს ცესკო-ში და ერთი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი. ვინმეს სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკეთილშობილდება? – მე არ მჯერა ამის.
ანა კობახიძემ თქვა, რომ თუ ეს მოთხოვნები (საუბარია “ოპოზიციის ალიანსის” მოთხოვნებზე, არ შესრულდა) ჩვენ აპრიორი მივდივართ ბოიკოტში.
ხოდა მე როგორ შეიძლება რაღაცის მონაწილე ვიყო, როცა მთავარი სპიკერი ამბობს ერთს, მეორე მთავარმა სპიკერმა სხვა რამ თქვა. ამიტომ, ჩვენთვის გასაგებია, წარმატებას ვუსურვებთ, არანაირი ნეგატიური კონტექსტი.
შეცდომაა, ბოიკოტი არის შეცდომა, რამდენიც არ უნდა უტრიალონ ბოიკოტს და განიარაღებას, არის შეცდომა იმიტომ, რომ თუ ვინმეს აწყობს თვითიზოლაციაში მყოფი ოპოზიცია, პროდასავლური ოპოზიცია, აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ვგულისხმობ არჩევნებში არ შესვლას.”
“ოპოზიციის ალიანსმა” ის 6 ძირითად მოთხოვნა დაასახელა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატრებლად არის მნიშვნელოვანი.
მოთხოვნები ასე გამოიყურება:
- პირველი – საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უდნა გახდეს სრულად პაროტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
- მეორე – ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
- მესამე – გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
- მეოთხე – აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
- მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
- მეექვსე – საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.














კომენტარები