• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალექსანდრე სარიშვილი რეჟიმის დავალებების უპირობო შემსრულებელია – ჯამბულათ ხოფერიას სამძიმრის წერილი, ერთი ზარით სამარცხვინოდ ააღებინეს გვერდიდან” – ენმ–ის ლანჩხუთის ორგანიზაცია

ალია ავტორი - ალია
17:59 08-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
889
“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ქართული ოცნების მიერ, 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებსა და ლანჩხუთში, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატზე, ალექსანდრე სარიშვილზე, საუბრობს:
ვინაიდან ახლოვდება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაცია,ენმ-ის ადგილობრივმა ორგანიზაციამ სავალდებულოდ ჩავთვალეთ გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია ამ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენო ერთგულო ამომრჩევლებო!
პირველ რიგში გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი საარჩევნო ნომრის 5-ის (რომელიც 2003 წლიდან დღემდე ჩვენი იდენტობის გამოხატულება იყო) ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას, რომელიც მთავარმა გამყალბებელმა, გიორგი კალანდარიშვილმა, რუსული მთავრობის დავალებით მიანიჭა რომელიღაც სატელიტ პარტიას, ჩვენი ტრადიციული ამომრჩევლის დასაბნევად.
გპირდებით, როგორც კი ქვეყანა დაბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოში, არალეგიტიმურად გამოცხადდება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები, და ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, ეს ნომერიც ავტომატურად დაუბრუნდება პარტიას,რომელსაც იგი 22 წელია ღირსეულად ატარებს.
სამწუხაროა, რომ 2024 ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა, რომლებიც კოალიციურ მთავრობაში მოიაზრებოდნენ(“ლელო””გახარია”) ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად არ უერთგულეს საკუთარ ამომრჩეველს და ამ არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობის მიღებით ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ რუსულ მთავრობას ე.წ. არჩევნების “გაპრავებაში”!
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” რომელიც სათავეში მოვიდა პროდასავლური ნიღბით, ნელ-ნელა გამოაჩინა თავისი რეალური სახე და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ(რომელიც ტოტალურად გააყალბეს),ჩამოყალიბდა “რუსულ ოცნებად”. მას შემდეგ ყველა არჩევნები მიტაცებულია, სწორედ ამიტომ ენმ დადგა საკუთარი პრინციპების და ამომრჩევლის მხარეს, რათა არც საკუთარი თავი და არც თქვენ არ მოგატყუოთ ჩვენო მრავალ წნეხ გამოვლილო ერთგულო და უღალატო ამომრჩევლებო, ამიტომაც არ ვღებულობთ მონაწილეობას ამ მორიგ “აფიორაში”!
რაც შეეხება “რუსული ოცნების” მესამე ვადით დასახელებულ მერობის კანდიდატს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს (მოქმედ მერს),ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა ბუნებრივად გასცლოდა ამ მოღალატე რეჟიმს და დარჩენილიყო ამ ქვეყნის თავისუფალ და პროდასავლურად მოაზროვნე მოქალაქედ, თუმცა მან მაინც არჩია ამ რეჟიმის ნაწილად დარჩენილიყო.
ის “ხელისუფლების” რუსულ კურსში მაშინ უნდა დარწმუნებულიყო, როცა უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სამძიმრის წერილი, კანცელარიის ერთი ზარით სამარცხვინოდ ააღებინეს მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდიდან.
ჩვენი ქვეყნის ბევრი თაობის ნაოცნებარ ევროპულ კურსს რომ მკვეთრად გაემიჯნა მისი პარტია, ამასაც თუ ვერ იაზრებს და მაინც უნდა იყოს მათი დავალებების უპირობო შემსრულებელი( სწორედ ამიტომ დაასახელეს), ეს უკვე მისი არჩევანია და შეგვიძლია მხოლოდ თანავუგრძნოთ!
ახლა რაც შეეხება მისი მერობის რვაწლიან ისტორიას, არ გვახსენდება მისგან დამოუკიდებლად მიღებული არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არადა პირდაპირი წესით არჩეული მერის ვალდებულებაა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ადგილობრივ საკრებულოსთან შეთანხმებით. თუნდაც მერიის რამდენიმე სამსახურში დღემდე უფროსების ვაკანსიებია, ვერ შეათანხმა “ზემოთ” და იმიტომ. ამათგან ერთ-ერთი ინფრასტრუქტურის სამსახურია, რაც სრულიად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რადგან გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ იქ იყრის თავს კორუფციული სქემები. ასევეა მუნიციპალიტეტში დაწყებული და ბოლომდე არ მიყვანილი უამრავი ინფრასტრუქტურული ობიექტი, ან უხარისხოდ შესრულებული, რომლებმაც ექსპლოატაციის ვადებს ვერ გაუძლო.
ბატონმა ალექსანდრე სარიშვილმა აიგდო მოსახლეობა, როცა თავი კანონზე მაღლა დააყენა და ათობით, მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე არ გვიპასუხა, რითაც ეჭვებს აჩენს არაკეთილსინდისიერი ქმედებების დამალვის მცდელობისას. თუ ასე არაა, კეთილი ინებოს და საჯაროდ უპასუხოს თითოეულ კითხვას, რომლებიც მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად დავუსვით ჩვენ!
ძვირფასო ლანჩხუთელებო
თუ გვინდა ეს მახინჯი რეჟიმი დასრულდეს მთელ ქვეყანაში, 4 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ერთად, არა საარჩევნო უბნებთან, არამედ იქ, სადაც მთელი საქართველო იქნება შეკრებილი ერთადერთი მიზნით,რათა მშვიდობიანად შევცვალოთ არსებული რუსული რეჟიმი, მოვიპოვოთ თავისუფალი, ახალი არჩევნები და დავაბრუნოთ ჩვენი სამშობლო ერთადერთ სწორ გზაზე, ესაა ევროპული გზა!
ძალა ერთობაშია!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved