• რეკლამა
  • კონტაქტი
00:52, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილო კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას გვთავაზობდა” – ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე

ალია ავტორი - ალია
22:39 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,278

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.

ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი  იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

ბიზნესმენი ასახელებს კონკრეტულ გვარს, მისი მტკიცებით, შუამავალი “ივანშვილის ძმის ხელის ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე იყო”.

2022 წელს დაგვავალეს ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რომელზეც ვთქვით უარი, ამ უარის თქმიდან მალევე ჩვენ არეალში ჩნდება, ივანშვილის ძმის ხელის ბიზნესმენი, ვინმე ელგუჯა თურმანიძე, რომელიც ჩვენ მიმართ გადამეტებული ყურადღებით გამოირჩეოდა, ჩვენ თავიდან ვერ მივხვდით, საქმე რაში იყო, ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამხდარიყო ჩვენი მეგოაბრი, უამრავ რამეებს დაგვპირდა. მან გააფორმა ჩვენს კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულება, მალევე ამ პიროვნებისგან, 1 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიდიოდა ნარკოტიკების შეთავაზება, გვთხოვდა, რომ გაგვესინჯა ნარკოტიკული  ნივთიერება – კოკაინი და  ეს ჩვენ შორის ურთიერთობას გააღმრავებდა. გვეუბნებოდა –  თქვენ ამაზე პრობლემა არ შეგექმენებათ, არც თბილისში მოგაკლდებათ წამალი, მე ალექსანდრე ივანიშვილის კაცი ვარ და ამ ქვეყანაში პრობლემა არ გვექნებაო.

ყვებოდა, მისი გავლით როგორ აკეთებდა სხვადასხვა საქმეებს. ჩემგან მიიღო მკაცრი რეაქცია, თემა შეიცვალა და დაიწყო ფულის გათეთრების გზების შემოთავაზება- თქვენ ამხელა კომპანია ხართ და ვინ მუშაობს თეთრად, მე იმხელა საქმეები მაქვს და ისე ვყიდიო. აქ მივხვდით, რომ რაღაც ტრიალებდა- გადავწყვიეტთ მასთან გაგვეწყვიტა ყველანაირი კონტაქტი და მათ შორის ჩვენ შორის არსებული კონტრაქტი და თანხის გადახდის გრაფიკი შევთავაზეთ“, – თქვა ჩიკვაიძემ

ბიზნესმენის მტკიცებით,  ელგუჯა თურმანიძესთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, მის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეში აჭარის საოლქო პროკურატურის ელიტური  ნაწილი ჩაერთო და ჩიკვაიძეს უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა.

გიორგი ჩიკვაიძე “რექციას” ეუბნება, რომ ამის შემდეგ მათ, საქმის კურსში იჟამინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჩააყენეს, კომუნიკაციიდან 2 დღეში კი საქმის წარმოება შეწყდა, თუმცა ელგუჯა თურმანიძის წინააღმდეგ გამოძიება არავის დაუწყია:

ამ ყველაფერს მოყვა მთელი წყება, სადაც ჩაერთო აჭარის საოლქო პროკურატურის ელიტური  ნაწილი. სადაც ბატონი ელგუჯას ახლო ნათესავი მთავარი პროკურორია. კაცს ვთავზობთ, რომ გვინდა თანხა დაგიბრუნოთ, 2 კვირა ვთხოვდით ეს ოპერაცია კანონის შესაბასმისად დასრულებულიყო და თანხა დაბრუნებულიყო, მან მოინდომა შემდეგი- თანხას ან ესპანეთში ან ესტონეთში დამიბრუნებთო. ერთი მცდელობა, ნარკოტიკებით არ გამოვიდა, ფულის გათეთრების ნაწილში ვერ ჩაგვითრია, ბოლო მცდელობა იყო, რამენაირად ასეთ დანაშაულზე წავეყვანეთ. ამის შემდეგ, ჩვენ ვრიცხავთ თანხას იმ კომპანიაში  და მეორე დილას გვირეკავს აჭარის პროკურატურის ნაწილი, რომ თურმე ჩვენს წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გამოძიება, და უნდა ჩავიდეთ ბათუმში.

მაშინ გენპროკურორი გახლდათ შოთაძე, ჩვენმა წარმოამდგენელმა მიმართა და უთხრა, რომ გაგვაგებინეთ რაშია საქმე, გადახედა თუ არა მან საქმეს 2 დღეში ჩვენი საქმე აჭარის პროკურატურაში გაქრა. მან დაინახა, რომ საქმე როგორ იყო მოკერილი და იცოდა, ამაზე არ გავჩერდებოდი. ეს ყველაფერი ჩვენებაში ნათქვამი გვაქვს. მაგრამ ამ კაცის წინააღდმეგ რამე გამძიება არ დაწყებულა”- დასძინა მან. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved