• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალექსანდრე გეჯაძის განცხადება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე

ალია ავტორი - ალია
19:30 01-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ტვ პირველის ინიციატივით იყო ჩართული ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის ჩატარების პროცესში, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესახებ განცხადებას აკეთებს.

ის ეთანხმება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის თანახმადაც, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოიპოვა, წერია, რომ დასკვნა 30 დეკემბერს მომზადდა.

ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, სწორედ 30 დეკემბერს მოაწერა მან ხელი ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნას.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ მიაწოდა მან ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ტვ პირველსა“ და ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დამკვეთი იყო გამოძიება და მას არ ჰქონდა უფლება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინადამკვეთისთვის, „ტვ პირველისთვის“, იმ დრომდე, სანამ ამ ინფორმაციას თავად გამოძიება არ გაასაჯაროებდა.

რაც შეეხება ნარკოტიკულ ნივთიერებას ჰეროინს, რომელიც სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად ლექსო ლაშქარავას ორგანიზმში აღმოჩნდა, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს:

„გარეგანი დათვალიერების დროს ჩვენ მივაქციეთ ყურადღება საზარდულის მიდამოებს, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ. მარცხნივ ნანახი იქნა მკაფიოდ გამოხატული პოსტ-ინექციური ხანდაზმული ნაწიბური. მარცხნივ იყო ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელიც ვიდეოზეცაა გადაღებული და ამის ფოტო-ილუსტრაციაც არსებობს. ასევე მარჯვნივ, საზარდულის ლოკაციაში ნანახი იქნა სისხლჩაქცევა. ეს ორივე კანის პრეპარატი გამოკვლეულ იქნა ქიმიური-ტოქსიკოლოგიური მეთოდით სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების სპეციალისტების მიერ და მათ დადეს დასკვნა, რომ ერთ შემთხვევაში ხანდაზმულობა იყო ერთი საათის დროის ინტერვალის და მეორე დაახლოებით 4 საათის დროის ინტერვალის, გარდაცვალებამდე“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამოძიებას მიღებული ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, რომელიც პასუხს სცემდა მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ დასმულ კითხვას, მედიამ 7 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისგან შეიტყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, რომელიც 37 გვერდიანი დოკუმენტია და რომლის მხოლოდ 4 გვერდი გახდა ხელმისაწვდომი მედიისთვის, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ალექსანდრე გეჯაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved