რატომ გაუქმდა საქართველო-EU-ს დიალოგის შეხვედრა? – ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ სანქციები არ იყო მიზეზი. ,
“დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითებთან დაკავშირებით, აქ სანცირებაზე საუბარი რა თქმა უნდა უადგილო. მოგვაწოდეს კონკრტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად განისაზღვრა უწყებები, რომლებსაც კითვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული გაეცემოდა ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრნობილი პასუხები. სამწუხაროდ, როგორც ჩემთვსი ცნობილია,. მათ აღარ ისურვეს პასუხების მოსმენა და გადაიდო ეს შეხვედრა. როდესაც იქნება მზაობა კონკრეტული დიალოგისთვის, საქართველოს მთავრობა და თითოეული წარმომადგენელი, რომელიც დაესწრება ამ დიალოგს, გასცემს ამომწურავ პასუხს ყველა კითხვას. სანქციების მიზეზად დასახელება პარტნიორების მხრიდან არ ყოფილა”, – თქვა დარახველიძემ.
ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის. სწორედ დარახველიძის ყოფნა გახდა – ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.














კომენტარები