• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალექს, მაპატიე…თითქოს წამებისთვის გაგაჩინე…” – დედის წერილი

ალია ავტორი - ალია
14:32 07-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილი, ალექსი პატურაშვილი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ალექსის დედა, ნატალი გვედაშვილი-კორნევა, “ფეიბუქზე”, ალექსის დასახმარებლად შექნილ ჯგუფში “ალექსისთვის” წერს:

“დღეს ალექსი 1,5 წლის გახდა…. მიყვარხარ ბასუნაა. შენი კანი მენატრება, შენი თმა და სუნი მენატრება, თითები..( მაგრამ შენს ტანსაცმელს ვეფერები) რაც რეანიმაციაში იწექი ეს 1 კვირა, ყოველ დღე მოვდიოდი და გეფერებოდი, ყურში გელაპარაკებოდი ათას სამოტივაციო და თბილ სიტყვას, შენს ნატანჯ სხეულის ყველა უჯრედს ვეფერებოდი, ჩემთვის ყოველი რეანიმაციაში ასვლა ჯოჯოხეთში შესვლას უდრიდა, მართლა ჯოჯოხეთია ბავშვთა რეანიმაცია იქ ბავშვები კი არა თითქოს უცხოპლანეტელები წვანანო, უფორმო ავადმყოფობისგან დამახინჯებული ბავშვები.

ალექსიც შეცვლილი იწვა ვერ ვცნობდი მის შესუპებულ სახესა და სხეულს, მისი ნეკნები იმტვრეოდა და გაწეული იყო სიმსივნის სიდიდისგან, კანი ასკდებოდა და ვენები ეტყობოდა, სუნთქვა უჯირდა და ზოგჯერ გმინავდა. ეს სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ ნელა ახრჩობდა. ეს სურათი მეხსიერებიდან და თვალებიდან აღარ გამოვა, ამის დანახვა არ შეიძლება, ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს, ცოფიანებივით ჩამოვდიოდით რეანიმაციიდან.

ამ სიმსივნეს ვემუქრებოდი, გაანებე თავითქო ალექსის, ნუ იზრდები, ფილტვებს ნუ უკეტავ, მის გულს არ შეეხოთქო, არ გაბედოოოოოოოოოოო! მაგრამ მაინც არ შეაჩერა ზრდა და საათობრივად მრავლდებოდა. ბევრი ვიბრძოლეთ. მეც ალექსისთან ერთად ვიკეთებდი ვმკურნალობდი, მეც ვიკეთებდი ქიმიებს, ერთად გვტკიოდა, მეც მოვკვდი მასთან ერთად…

ალექს, გვაპატიე, მაპატიე რომ ვერ წაგიყვანე სახლში ჯანმრთელი როგორც გპირდებოდი.. მაპატიე რომ გატკინეს და ვერ დაგიცავი. თითქოს მაყურებინეს ბავშვზე ძალადობას, თითქოს წამებისთვის გავაჩინე, არადა შენი ერთი ცრემლის დანახვაც არ შემეძლო…

შენი ტირილი ეხლაც ჩამესმის და უკიდეგანოდ მტკივაა!როგორი შემართებით ვიყავით, როგორ გვჯეროდა რომ გავიმარჯვებდით. ჩემო სიყვარულიკა ბაა, სიხარული ბაა, სიცოცხლე ბააა, ისევ ესე როგორ მოგეფერო?! როგორ?!!!!!!!! ამდენი ხალხი შენს დაბადების დღეზე უნდა მოსულიყო ახლა, ან რომ დაიბადე საერთოდაც მაშინ და არა ახლა და არა ასე, არაააააა!!!!!! ოღონდ ასე არაააააააა!!!!!!!!!!! არ მჯერა და ვერც დავიჯერებ ამ კატასტროფა სცენარს, ასე მგონია დადგმაა რაღაც ან დამცინიან, ან სიზმარში ვარ და ვერაფრით ვეღარ გავიღვიძე ამ კოშმარიდან”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved