• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალენ დელონის ოჯახი მსახიობის სურვილს – ძაღლის დაძინებას და მასთან ერთად დამარხვას – არ შეასრულებს

ალია ავტორი - ალია
12:26 08-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
863

The Guardian-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ფრანგი კინოვარსკვლავის, ალენ დელონის შვილები არ შეასრულებენ მსახიობის სურვილს, რომ მის ძაღლს ევთანაზია გაუკეთონ და მასთან ერთად დამარხონ. დელონის შვილებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტის შემდეგ მიიღეს.

როგორც ცნობილია, მსახიობს სურდა, რომ თავისი 10 წლის ბელგიური მოლინუა, სახელად ლუბო, “დაეძინებინათ” და, სოფელ დუშში [ლუარეში], საკუთარ სახლთან მდებარე სასაფლაოზე, მასთან ერთად დაემარხათ. თუმცა აქტივისტებმა ჯანმრთელი ცხოველის შესაძლო ევთანაზიის გამო შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ძაღლს სხვა ოჯახში დააბინავებდნენ.

„ლუბო იცოცხლებს!“ – განაცხადეს ცხოველთა უფლებადამცველებმა.

ბრიჯიტ ბარდოს ფონდის ინფორმაციით, დელონის ქალიშვილმა ანუჩკამ დაადასტურა, რომ ოჯახი ძაღლს ისევ მოუვლის.
„ანუჩკა დელონმა ახლახან დამირეკა და მითხრა, რომ ლუბო მისი ოჯახის ნაწილია და მათთან დარჩება. ძაღლს ევთანაზია არ გაუკეთდება“, – განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა.

დელონმა ლუბო თავშესაფრიდან 2014 წელს წაიყვანა. პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლა ბრულერიის ტყიან ტერიტორიაზე, მსახიობმა საკუთარ სახლთან მდებარე სასაფლაოზე სამლოცველო მოაწყო, სადაც, სულ მცირე, 35 ძაღლის ნაშთია მოთავსებული. სამლოცველოსთან შეკრებილმა დელონის სამმა შვილმა, ენტონიმ, ანუშკამ და ალენ-ფაბიენმა, განაცხადეს, რომ „მამა, მათ გვერდით, მშვიდად გარდაიცვალა“.

„ალენ-ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, ასევე ლუბო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ მამის გარდაცვალების შესახებ“, – ნათქვამია დელონების ერთობლივ განცხადებაში.

“ის ჩემი სიცოცხლის ბოლო წლებში შენაძენი ძაღლია… მე ის შვილივით მიყვარს. 50 ძაღლი მყოლია, თუმცა ეს ძაღლი ჩემთვის განსაკუთრებულია. ვენატრები ხოლმე, როცა მასთან არ ვარ. თუ მე მასზე ადრე მოვკვდები, ვეტერინარს ვთხოვ, ერთად წაგვიყვანოს. ის ჩემს ხელებში დააძინებს. მირჩევნია ასე მოვიქცე, ვიდრე ვიცოდე, რომ ლუბო ჩემს საფლავზე უზომო ტანჯვით მოკვდება”, – განუცხადა დელონმა Paris Match-ს 2018 წელს.

1996 წელს, სატელევიზიო ინტერვიუში, კითხვაზე, რომელ ცხოველს აირჩევდა რეინკარნაციისთვის, ალენ დელონმა უყოყმანოდ უპასუხა: „მოლინუას“.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში არ არსებობს კანონი, რომელიც მეპატრონეებს ცხოველების „დაძინებას“ უკრძალავს, თუმცა ინდივიდუალური ვეტერინარის გადასაწყვეტია, დააკმაყოფილონ თუ არა მეპატრონეთა სურვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved