• რეკლამა
  • კონტაქტი
07:05, ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილის საქმე – პროკურატურის მოწმემ ჩვენება ალი ბაბაევის წინააღმდეგ მისცა

ალია ავტორი - ალია
14:09 05-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,827

ალეკო ელისაშვილის საქმე – პროკურატურის მიერ სასამართლოში მიყვანილმა მოწმემ ჩვენება ე.წ. დაზრალებულის, ალი ბაბევის წინააღმდეგ მისცა.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრს  გამოძიება  “ქართულ ოცნების” წევრის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით ცემას ედავება

აკაკი ოგანესიანმა სასამართლოს უთხრა, რომ ალი ბაბაევმა მას ჯერ ჯოხი გამოართვა, შემდეგ კი დასარტყამად ალეკო ელისაშვილისკენ გაემართა.

 მოუქნია, მაგრამ ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან გააშველეს – თქვა სასამართლო დარბაზში პროკურატურის მოწმემ.

,,უცხო პიროვნება მოვიდა ჩემკენ, მთხოვა ჯოხი. მეც მივეცი ჯოხი, იმიტომ, რომ ვერ წარმოვიდგენი, რას გააკეთებდა ამ ჯოხით. აიღო ჯოხი და გაექანა მეორე უცხო პიროვნებისკენ, რომელთანაც ძიძგილაობდა. ჯოხის მორტყმაც ვერ მოასწრო, რადგან უცხო პიროვნებებმა გააშველეს. ლანძღვაში გადავიდნენ ეს უცხო პიროვნებები და ამავე დროს, უცხო პრიოვნება, როცა ყველაფერი დასრულებული იყო, საერთოდ ჩემთვის უცხო პიროვნებამ დამიბრუნა ჯოხი უკან. რომელიც ჩემკენ მოდიოდა იყო ჭაღარა, ხნიერი კაცი, სადღაც 60 წლის დაახლოებით, ლურჯი ქურთუკი ეცვა, დაბალი კაცი იყო, მეორე  იყო მაღალი, მას ლურჯი დუტი ეცვა. არ იყო ჩხუბზე გადასსვლა, მაგრამ შეკამათება იყო. რადგან ჯოხი გამომართვა იმ პიროვნებამ, უცებ მოვიხსენი ყურსასმენი, დამაინტერესა, რისთვის გამომართვა და რომ გაექანა, ვნახე რომ ვიღაცისთვის ჯოხის დასარტყმელად მიდიოდა. გავიხედე და უკვე ლანძღავდნენ ერთმანეთს. თავიდან იყო ძიძგილაობა, ჩხუბი იყო უშუალოდ ჯოხის აღების დროს. ჯოხი გამომართვა და გაიქცა, რომ ჯოხი დაერტყა. მოუქნია, მაგრამ ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან გააშველეს”, – ამბობს მოწმე. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, პროკურატურის მოწმის ჩვენების საფუძველზე დასაჭერი არა თავად, არამედ ალი ბაბევია.

ერთი მოწმე ჰყავთ კიდე ირანელი, რომელიც ამტკიცებს, ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით იგინებოდაო, ოღონდ ქართული არ იცის – ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

ძალიან ანეგდოტური ვითარება იყო. პროკურატურას თავზე დაემხო ყველაფერი. თვითონ მოიყვანეს მოწმეები, რომლებიც ამბობდნენ, ალი ბაბაევი მისდევდა ჯოხით ელისაშვილსო. ოღონდ ის ალი ბაბაევი რომ ალი ბაბევია, კაციშვილმა არ იცოდა.  მეორე, საერთოდ არაფერი არ დაგვინახავსო. თავზე დაემხოთ და იმდენად უხერუხლ და სასაცილო ვითარებაში იყვნენ პროკურორები, ჩვენ გვსაყვედუროდბნენ, კითვებს რატომ არ უსვამთო და  რა კითხვა უნდა გვქონოდა, გოგო იძახდა, არაფერი არ დამინახავსო. და ის ბიჭი ამბობდა, წამართვა ალი ბაბევმა ჯოხი და მისდევდა უნდა ჩაერტყაო. ჩემი დაჭერა სწრაფად არ უნდათ და ასე ნელა, ტაატით, ზლაზვნით მიჭერენ. ერთი მოწმე ჰყავთ კიდე ირანელი, რომელიც ამტკიცებს, ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით იგინებოდაო, ოღონდ ქართული არ იცის და რა იცოდა იმან, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებოდი, თუ არაპოლიტიკური. თავიდან ბოლომდე აბსურდია ეს საქმე. პირიქით, იქით არის დასაჭერი ალი ბაბევი, იმიტომ, რომ იმხელა რკინას მირტყამდა თავში”, – აცხადებს ელისაშვილი. 

მოწმის ჩვენების შედეგ, პროკურატურა მედიას არწმუენბდა, რომ საქმეში არა მის მიერ მოყვანილი მოწმის ჩვენება იყო მნიშნელოვანი და გადამწყვეტი, არამედ ის კადრები, რომელიც გამოძებამ ელისაშვილსი წინააღმდეგ საქმეში ჩადო.

შემდეგი სასამართლო პროცესი მოსამართლემ 12 ივლისს 13:00 სათზე ჩანიშნა. (ტვპირველი)

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved