• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ დაუჭერს

ალია ავტორი - ალია
13:09 10-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

„მე, პირადად, დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ დავუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა 12-ვე პუნქტი შესრულდეს და ჩვენ კანდიდატობა მივიღოთ, ასეთ აბსურდულ კანონს მე მხარს არ დავუჭერ.“ ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებით ევროკავშირთან მხოლოდ თავს გაიმართლებს. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, როდესაც ,,ქართული ოცნება“ უმრავლესობაშია, პარლამენტში ისეთ კანონს არ მიიღებენ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს რამე შეეზღუდება და საბოლოოდ ამ კანონს ოპოზიციის დამფინანსებელი საშუალო და მცირე კალიბრის ოლიგარქების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

,,დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებს ,,ქართული ოცნება“, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა და თეორიულად თავს გაიმართლებს ევროკავშირთან, ეტყვის – რომ დამავალეთ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, მოვიძიე, ერთადერთი პრეცედენტი იყო უკრაინაში, გადმოვიღე უკრაინული კანონი და მცირე შესწორებები შევიტანე. ჩვენთან პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის ოლიგარქი. პარლამენტში ,,ქართული ოცნებაა“ უმრავლესობაში, შესაბამისად, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად ნახსენები არ იქნება. ამით თავს გაიმართლებენ და სუფთა თეორიულად, მართლებიც იქნებიან. პრაქტიკულად ,,ქართული ოცნება“ ამ კანონს გამოიყენებს ოპოზიციის დამფინანსებელი საშუალო და მცირე კალიბრის ოლიგარქების წინააღმდეგ და მათ აუკრძალავს პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკაში მონაწილეობას, მედიის დაფინანსებას და ა.შ. ამით დასრულდება ეს ყველაფერი – ,,ქართული ოცნება“ ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ეს ასეც მოხდებოდა. ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი გაშმაგებული მოითხოვდა ამ კანონის მიღებას. ,,ქართული ოცნება“ როცა გყავს უმრავლესობით, ვინ დაიჯერა, რომ ისეთ კანონს მიიღებდნენ, თუნდაც ევროკავშირის ზეწოლით, რომლითაც ივანიშვილს რამეს შეუზღუდავდნენ, ეს ხომ აბსურდია და ჩვენ ამ აბსურდში ვმონაწილეობთ. იქ ყველაზე მთავარი იყო და არის, რომ მთელი ძალისხმევა წასულიყო სასამართლოს და პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემის დასაშლელად. აქ იგულისხმება პროკურატურა, სასამართლო. აქ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და რაღაცა გამოვგლიჯოთ ,,ქართულ ოცნება“. მე, პირადად, დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ დავუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა 12-ვე პუნქტი შესრულდეს და ჩვენ კანდიდატობა მივიღოთ, ასეთ აბსურდულ კანონს მე მხარს არ დავუჭერ“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved