• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი ასახელებს პოლიციელს, რომელმაც, მისი თქმით, ანტირუსულ აქციაზე სცემა

ალია ავტორი - ალია
14:52 09-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვიმა იმ პოლიციელის ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, 5 თვის წინ, ანტირუსულ აქციაზე მასზე ძალადობაში მონაწილეობდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთა გამართა და აღნიშნა, რომ ამ ხნის მანძილზე ამ უწყებამ ვერცერთი მოძალადე პოლიციელის იდენტიფიცრება “ვერ შეძლო”.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მოძალადე პოლიციელებს ხელს აფარებს, თუმცა მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, ყველა მათგანს პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევს.

„ჩვენ ახლა ვართ ასათიანის ქუჩაზე, აქ არის ერთი საცოდავი, ბეჩავი დაწესებულება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ისევ აქ ვართ და რატომ? იმიტომ, რომ მეხუთე თვე დაიწყო, რაც ამ საცოდავობა სტრუქტურაში მიმდინარეობს ე.წ. გამოძიება ჩემს წინააღმდეგ პარლამენტის წევრი ვარ ჯერ კიდევ, მოგეხსენებათ, კონსტიტუციურად ვარ მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი იცავს, კონსტიტუციური გარანტიები, მაგამ გახსოვთ, რომ 17 აპრილს, 5 თვის წინ დაახლოებით, სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 15-20 პოლიციელი დაემსხა თავს და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამის შემდეგ დაიწყოს ფეხათრეული და წელათრეული გამოძიება და მეხუთე თვეა გამოძიება იძახის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შსს, რომ ვერაფრით დავადგინეთ ვინ იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ თქვენს წინააღმდეგ ძალადობაშიო. არადა, „ტვ პირველზე“ გავიდა კადრები ექსკლუზიური, სადაც სახეზე ჩანს არაერთი პოლიციელი. მათ შორის, მე მინდა, მართალია, თავს დებილებს ეს საგამოძიებო სამსახური და ვითომ ტყემალზე არიან და ვითომ ვერაფერი დაადგინეს ვინ იყვნენ. მე გავარკვიე ერთ-ერთი მათგანი და მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემს ზურგს უკან არის კადრები ამოღებული „ტვ პირველის მასალიდან“ და იქვეა ეს ყმაწვილი, ეს ჯიგარი, კაი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი გახლავთ ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ის არის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ ეს ზაქრო ჩოხელი იყო ერთ-ერთი, ვინც კადრებში ჩანს როგორ მირტყამს. ის გამორბის გავეშებული და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, სინამდვილეში და ამ მასალას კი მივაწვდით ამ საცოდაობა სტრუქტურას, მაგრამ არაფერი იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს რამე ბრალს წარუდგენენ, მაგრამ ზაქრო ჩოხელს, ამ ჯიგარს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ ჩემო ზაქრო, შენ ჩაიდინე ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი ხნით ციხით ისჯება. ახლა კი ხელს გაფარებს პოლიცია ამ უთმო თავზე ხელს გიტყაპუნებს ალბათ, რა კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ მინდა, დაგარწმუნო, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და ეს მოხდება 26 ოქტომბერს საღამოს, სამართლის წინაშე, კანონის წინაშე მოგიწევს, არავის ვემუქრები, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც კანონი ითვალისწინებს, აუცილებლად მოგიწევს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად პასუხისგება, ამას გპირდები. და სხვებსაც კიდევ, ინიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების თუ პარლამენტის წევრების დაუნდობელ ცემა-ტყეპაში, აუცილებლად სათითაოდ აგებთ პასუხს“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved