• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალბათ, ოცნების მიერ დასპონსორებულ „სიმართლის მღაღადებელ“ გვერდზე მოვხვდები, მაგრამ ფაქტია…” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:34 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
640

პოლიტიკოსი, ნათია მეზვრიშვილი:

“ქალებს რომ ავტობუსის გაჩერებებზე ჩეხავენ, მაინტერესებს სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან სად არის პროკურატურა? თუ გგონიათ 2 ხაზიანი ნიუსი, რომ მკვლელი დაკავებულია და ბრალი წარედგინა, საკმარისია?
რატომ აღარ ტარდება პერიოდული ბრიფინგები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები – მინისტრი, გენერალური პროკურორი, პრემიერი და ა.შ. იტყვიან, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ისევ პრიორიტეტია, რომ ყველა მოძალადე უმკაცრესად დაისჯება !
რატომ არის ერთობლივი ძალებით და უდიდესი შრომით მიღწეული შედეგები შეტოვებული მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტზე? რატომ აღარ არის სამინისტროს და ძალოვნების პრიორიტეტი ფემიციდის პრევენცია?
ალბათ, გამოვლენ ახლა და იტყვიან, რომ ერთი და ორი შემთხვევა ყოველთვის ხდება და ამაზე ამბის ატეხვა პროვოკაციაა ან სადმე ოცნების მიერ დასპონსორებულ რომელიმე „სიმართლის მღაღადებელ“ გვერდზე მოვხვდები, მაგრამ ფაქტია – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი მძიმე ფაქტები საჯარო თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა. და ეს არის შედეგი გაბედული, ხმამაღალი პოლიტიკის არარსებობის და დუმილის, რაც ამ ტიპის დანაშაულს მხოლოდ ახალისებს.
სამაგიეროდ ოცნება იცლის, რომ ყველგან, სადაც შესაძლებლობა აქვს, ტროლები და ბოტები მომასიოს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი (რითაც ძალიან ვამაყობ), კარიერის შავ ლაქად წამომაძახოს. გასაგებია, როგორც ჩანს, ასეთია ოცნების პოლიტიკა. რეალურად ზუსტად ამისთვის ვიბრძოდით Goga KhatiashviliLonda ToloraiaNino Javakhadze, რომ ქალებისთვის, შვილების დედებისთვის ავტობუსების გაჩერებებზე მოძალადე კაცებს ყელი არ გამოეჭრათ.
და სირცხვილი პოლიტიკოსებს, მედიას, ექსპერტებს და ყველას, ვის დღის წესრიგშიც დღეს ეს საკითხი დაკარგულია. როგორც ჩანს, ზოგისთვის ოცნების და ნაცმოძრაობის ერთმანეთთან ბრძოლა უფრო საინტერესოა.”
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved