• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალბათ, ომი არ იქნება… ყველაზე საინტერესოა ახლა მოლაპარაკებები რა მიმართულებით წავა” – თორნიკე შარაშენიძე

ალია ავტორი - ალია
14:43 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

პოლიტოლოგი, პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:

“მე მგონია, რომ მართლა აღარ აპირებენ ომს, ან არც აპირებდნენ, უბრალოდ მათი მიზანი იყო რაღაც მოლაპარაკებებში ჩათრევა ამერიკის და რაღაც საკითხებზე ყურადღების გამახვილება. თუ აპირებდნენ (ომს), შეიძლება დაინახეს მერე ყველას რეაქცია და გადაიფიქრეს – ორში ერთია. არ ვიცი, პუტინი რას ფიქრობს, მთელი მსოფლიო ცდილობს მიხვდეს და მე, ალბათ, ვერ მივხვდები ასე ადვილად. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ალბათ, ომი არ იქნება, ომი უფრო ადვილი იქნებოდა სამი კვირის წინ, როცა არ იყო მთელი დასავლეთი ასე მომართული და არ ამარაგებდნენ იარაღით მას ინტენსიურად. ახლა გაცილებით რთული იქნება ომი. რას მოიგებს, რომ იომოს? ნოსტრიმია ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთისთვის, 2 წლის მერე, ნოსტრიმს რომ გაშვებს, უკრაინასთან გაცილებით მეტი ბერკეტი ექნება, გაცილებით ძლიერი იქნება უკრაინასთან მიმართებაში და წესით, ომი არ უნდა ეჩქარებოდეს.

ყველაზე საინტერესოა ახლა მოლაპარაკებები რა მიმართულებით წავა. მე მაინც მგონია, მოლაპარაკებები შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს – ეს არის შეიარაღება, ბირთვული და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციას, ეს საკითხი რომც წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკლებმა გადაიფიქრეს ნატოს გაფართოება, საჯაროდ ამაზე უარს ვერ იტყვის, ვარიანტი არ არის, ეს რუსეთმაც კარგად იცის. ეს იყო პიარ თემა. ეს უფრო შიდა აუდიტორიისთვის ყოფილიყო შეიძლება გამიზნული. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინტერესის ხარჯზე ეს მოლაპარაკება არ ჩაივლის, ნატოს არ შეეხება, ეს შეეხება ორმხრივ ურთიერთობას შეიარაღების საქმეში და ეს ჩვენი საქმე არ არის – რაც უფრო განიარაღდებიან, მგონი, მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება.”

თეგები: თორნიკე შარაშენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved