ნარკოტესტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწყებულ კამპანიას დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე, დღესაც აგრძელებს.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მისი კონკურენტების მისამართით “ალბათ რაღაც კითხვები არსებობს”:
“ალბათ, რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ ნარკოტესტს” – თქვა კალაძემ “ტვ პირველის” კითხვის საპასუხოდ.
კალაძე არ ამბობს, კონკრეტულად მერობის რომელი კანდიდატის მიმართ აქვს ეჭვი, პირიქით, დედაქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
რა შუაშია გიორგი გახარია? – აღნიშნა მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების ინიციატივას სწორედ ექსპრემიერის პოლიტიკურ გაქტიურებას უკავშირებს.
კომენტარები