• რეკლამა
  • კონტაქტი
04:51, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ₾2.3 მილიონს დახარჯავს – განკარგულება

ალია ავტორი - ალია
17:13 08-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო 2 300 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ 9 აგვისტოს გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოზე მთავრობამ თანხმობა გასცა, ახმეტის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმ. გიორგის ტაძრის, სამრეკლოს, საეპისკოპოსო სახლისა და კომპლექსში შემავალი სამუზეუმო და სამეურნეო ნაგებობების სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების გადაუდებელი რეაბილიტაციის მიზნით საჭირო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელოს.

ამისთვის კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების ქვეპროგრამის ასიგნებებიდან 2 300 000 ლარი სააგენტოს ანგარიშზე უნდა გადარიცხოს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ 9 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა გრძელდება.

25 ივნისის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, მონასტრის ტერიტორიაზე ქარბორბალა ამოვარდა, რომლებმაც ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი გადახადა, ამასთან ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა. ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აქტიურ სამუშაოებს აგრძელებს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სახლზე და უახლოეს დღეებში დასრულდება ქუჩის მხრიდან (ფასადი) კრამიტის ახალი საბურველის მოწყობა.

არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების მიერ ამ დრომდე მიმდინარეობს კარიბჭე-სამრეკლოს საპროექტო სამუშაოები, რაც ემსახურება თუნუქის საბურველის მოხსნის შემდგომ გადახურვის სარესტავრაციო მეთოდოლოგიის შემუშავებას.

წმ. გიორგის სახელობის ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) დასრულდა აგურის კარნიზის რესტავრაცია და გადახურვის კონსტრუქციის მოსაწყობი სამუშაოების შემდგომ ეტაპზე იგეგმება საიზოლაციო ფენის დაგება და კრამიტის ახალი საბურველის მოწყობა. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერს მიუახლოვდა ხარაჩოს მოწყობის პროცესი, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved