• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალა პუგაჩოვას ჯოხარ დუდაევის დადებითად ხსენების გამო სასამართლოში უჩივიან

ალია ავტორი - ალია
12:34 09-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

ალა პუგაჩოვასიჩქერიის პირველ პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქებისთვის სასამართლოში უჩივიან.

პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ადვოკატმა ალექსანდრ ტრეშიოვმა, რომლის აზრით, მომღერალმა თავისი განცხადებით, მას, როგორც ავღანეთის ვეტერანს შეურაცხყოფა მიაყენა. მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციად ადვოკატი 1.5 მილიარდ რუბლს ასახელებს. უცნობია, თუ რა მუხლით შეიძლება დაიწყოს გამოძიება.

რა თქვა პუგაჩოვამ დუდაევზე:

“პირველი ჩეჩნეთის ომი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იყო ზრდილობიანი, წესიერი ინტელიგენტი კაცი, ლამაზი კაცი. და ძალიან კარგი ცოლი ჰყავდა: მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი. მრცხვენია კიდეც: მირეკავდა, ეგონა, რომ დახმარება შემიძლია. და რით შემეძლო დახმარება? არაფრით. მოკითხვის ახლაც კი მრცხვენია. ალა ფიოდოროვნა, თუ ნახავთ ამ ინტერვიუს ბოდიშს გიხდით რომ ვერაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჯოხარი ცოცხალი ყოფილიყო”. – თქვა პუგაჩოვამ ინტერვიუში.

ალა პუგაჩოვას განცხადებას გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.

“ეგღა გვაკლია, რომ პუგაჩოვასნაირმა ხალხის მტრებმა და მოღალატეებმა, ჩეჩენი ხალხის ყველაზე რთული პერიოდის შესახებ უვიცად აზრი გამოთქვან.

უნდა ვკითხოთ ჩეჩნებს, თუ როგორი იყო დუდაევი და რა სარგებლობა მოუტანა ჩეჩენ ხალხს. მისმა გენერლურმა ამბიციებმა, პოზიორობამ და ჩეჩენის ხალხის ნამდვილი პრობლემების ფეხებზე დაკიდებამ ბანდიტიზმის ზრდა და სრული ფინანსური დაცემა გამოიწვია. ქვეყანაში (რუსეთში) იყო კრიზისი, ხოლო რესპუბლიკაში (ჩეჩნეთი) კიდევ უარესები ხდებოდა. ამ დროს დუდაევი რაკეტებითა და ტანკებით იწონებდა თავს. ომი დაიწყეს პუგაჩოვას მსგავსმა მოღალატეებმა, ისეთებმა, როგორიც ბერეზოვსკი იყო და ამ ომით მილიარდები იშოვეს, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაიქცნენ. ომს ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მრავალი კი შშმ პირი გახდა.

ასე რომ, თემის არმცოდნე არტისტი ქალის ეს საცოდავი ცარიელი სიტყვები, სჯობს სადმე ღრმად, საკუთარ თავში დაიტოვოს და ნუ აპროვოცირებს მთელ ერს”. – წერს საკუთარ Telegram არხში კადიროვი.

რუს მომღერალს უპასუხა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა:

“ის შეურაცხყოფას აყენებს ჩეჩენ ხალხს. რუსეთის ფედერაციის სიძულვილით გაჟღენთილმა, თავს უფლება მისცა გაეკეთებინა ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ჩეჩენ ხალხს შეურაცხყოფს”.

აალა პუგაჩვამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა. მომღერალი და მისი ქმარი, კომიკოსი მაქსიმ გალკინი, შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობენ. წყვილი პუტინის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved