ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, ახლო მომავალში აქციას დააანონსებს, რომელიც მისი შვილის მხარდასაჭერად გაიმართება.
ამის შესახებ გრიგორიადისმა აქციაზე განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით მიმდინარეობს.
“დღევანდელ სასამართლოში შეიძლება, რომ ადამიანი გაასამართლონ? მურუსიძის სასამართლოში შეიძლება, რომ ადამიანი გასამართლდეს? რომ მქონოდა ნორმალური სასამართლო, წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემ შვილს. იმიტომ, რომ ვიცი, ის არავის მოკვლას არ აპირებდა, გამორიცხულია, მე ლაზარეს ვიცნობ.
მე, მე მგონი, ახლო მომავალში დავაანონსებ აქციას. ისეთ აქციას, რომელზეც მოვა განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ყველა ასაკის ადამიანი, ვინც ღელავს უკანონო პატიმრების გამო”, – თქვა გრიგორიადისის მამამ.
კომენტარები