• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები” – გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
13:44 08-30-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
786

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა საქმის ახალი მასალები ჩაიბარა. ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია და დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.

უფლებადამცველის თქმით, ექსპერტიზის შედეგებისა და გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხების მიღების შემდეგ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს როგორც უკვე გამოკითხული პირების ხელახალი დაკითხვა, ისე ახალი მოწმეების გამოკითხვა.

“გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს.

მსურს მოგახსენოთ, რომ დაზარალებულის ადვოკატებმა ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები.

გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები. ასევე დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.

გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხის მიღებასა და ექსპერტიზის ჩატარებას სჭირდება შესაბამისი დრო. აღნიშნულის შემდეგ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს პირთა ხელახალი გამოკითხვა ან სხვა პირთა გამოკითხვა.

საზოგადოებისგან მუდმივად ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ყველა ამ ინფორმაციას ვუგზავნით საგამოძიებო ორგანოს.

მთელი ეს დღეები ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოვითხოვთ გამოძიებისგან ეფექტურ მუშაობას.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო 12 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც- გურამის დაკარგვის პირველივე დღეებში!

მყისიერად ჩასატარებელია რამდენიმე სხვა საგამოძიებო მოქმედება, რის შესახებაც ჩვენი მოთხოვნა გამოძიებას დავუფიქსირეთ.

მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.

ამ საქმის მიჩქმალვა არის წარმოუდგენელი. თვეები და წლებიც რომ დაგვჭირდეს, არ გავჩერდებით მანამ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა!

P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ გამოვკითხო მოწმეები, ბორკილები დავადო პირებს და ა.შ.

ამ ადამიანთა გასაგონად მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულის ადვოკატს არ აქვს მოწმეთა გამოკითხვის, ინფორმაციის გამოთხოვისა და პირთა დაკავების უფლება.

სისხლის სამართლის საქმეს საქმეს იძიებს საგამოძიებო ორგანო.

ჩვენ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებისთვის, შემდეგ კი გადამოწმებისთვის გამოძიებას სჭირდება გარკვეული დრო.

ბოდიშს გიხდით, რომ უფრო მეტ დეტალს დღეის მდგომარეობით ვერ ვასაჯაროებთ. საზოგადოება ჩვენგან პერიოდულად მიიღებს ინფორმაციას იმ რეჟიმში და იმ მოცულობით, რაც გამოძიებას ხელს არ შეუშლის.

მადლობას გიხდით, რომ გვერდით გვიდგახართ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში!“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved