• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახლა ზელენსკიმ მართლა რაიმე კაპიტულანტურ ზავს ხელი რომ მოაწეროს, თავისი ჯარი შემოუბრუნდება და დაამხობს“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:49 10-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,919

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ზელენსკი მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს, ამასობაში რუსული აგრესიისგან უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, ქალაქები, მთელი ინფრასტრუქტურა ნადგურდება.

– მესმის, მაგრამ რა ქნან უკრაინელებმა? ჩააბარონ თავიანთი ტერიტორიები რუსებს? დანებდნენ? ეს ამდენი მსხვერპლი რისთვის გაიღეს? ახლა უკრაინა ომს არ შეწყვეტს, ზელენსკი არ წავა არანაირ დათმობაზე, რაც მისთვის არა მარტო პოლიტიკური სიკვდილი იქნება. ახლა ზელენსკიმ მართლა რაიმე კაპიტულანტურ ზავს ხელი რომ მოაწეროს, თავისი ჯარი შემოუბრუნდება და დაამხობს მის ხელისუფლებას. ამდენი სისხლი, გამოვა, რომ ტუილად დაიღვარა. არა, ზელენსკი ომის გაგრძელების მომხრეა და ეს უნდათ უკრაინელებსაც.. რაც შეეხება დანგრეულ ქალაქებს, ინფრასტრუქტურას, მეორე მსოფლიო ომის დროს უარესად დაინგრა ევროპა და ის აღადგინეს და ერთ უკრაინას ვეღარ აღადგენენ? ამერიკა უკრაინის  აღსადგენად „მარშალის გეგმა-2“-ის განხორციელებას აპირებს. ამერიკამ უკვე გამოყო 350 მილიარდი დოლარი უკრაინის აღსადგენად, ევროპის ქვეყნებიც გამოყოფენ და აზიისაც. უკრაინა მთელ მსოფლიოს სჭირდება. უზარმაზარი რესურსების ქვეყანაა, ხმელეთით ევროპის  7 ქვეყანას ესაზღვრება და ორი ზღვა აქვს – შავი და ბალტიისა. მისი პორტებიც ყველას სჭირდება.

– ევროპელები და ამერიკელები მოითხოვენ, რომ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარონ მათი ქვეყნების მთავრობებმა. ეს თუ მოხდა, რამდენად ცუდად იქნება რუსეთის საქმე?

– ეს უკვე რუსეთის სრული იზოლაცია. რუსეთი ვეღარ ივაჭრებს ვერც ერთ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანასთან და ვინმემ თუ ივაჭრა, იმ ქვეყნებს სანქციებს დაადებენ. ეს უკვე რუსეთის ეკონომიკისთვის სრული კატასტროფა იქნება. ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთის  პარტნიორი ქვეყნებიც აღარ ივაჭრებენ რუსეთთან. სირია, ავღანეთი, ირანი, პაკისტანი, ლიბანი, სუდანი… ამათ  რანგში გავა რუსეთი. ნახე, ახლა რა ხდება. ევროპა მომხრეა, რუსეთი აღიარონ ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტია წინააღმდეგი. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ შეიტანეს კონგრესში კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც რუსეთი აღიარებული იქნება ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. მოკლედ, კანონპროექტს ორპატიული მხარდაჭერა აქვს. კონგრესში უმრავლესობა „რესპუბლიკელებისაა“, ამათ რამდენიმე ათეული „დემოკრატიც“ დაუმატე  და ვფიქრობ, მიიღებენ კიდეც ამ კანონს, მაგრამ თეთრი სახლია წინააღმდეგი. ჯო ბაიდენი იმუქრება, თუ კონგრესი კანონს მიიღებს, მე ხელს არ მოვაწერო. ეს უკვე პრეზიდენტის ვეტოა. ამერიკა დღემდე ვაჭრობს რუსეთთან, სანქციების მიუხედავად და იმიტომ არ უნდა ბაიდენს, რომ რუსეთს ეს სტატუსი მისცენ. მერე ვეღარ ივაჭრებს. თუმცა, ვფიქრობ, იძულებული გახდება ბაიდენი, ხელი მოაწეროს კანონს. ბოლო კანონმდებლები მაინც თავისას გაიტანენ.

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved