ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.”
“სომხეთში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.”
გახსოვთ, სომხეთი რომ გვეცოდებოდა და საქართველოს მთავრობას მათი დახმარებისკენ მოვუწოდებდით?
სომხები კი ამტკიცებდნენ, ქართველები, ეტყობა, სტატისტიკას აყალბებენო.
არადა, ბოლო ერთი წელია ჩვენთან საშუალოდ 10-ჯერ მეტია შემთხვევებიც და სიკვდილობაც.
ჰოდა, ახლა ჩვენ ვჩურჩულებთ, ეტყობა, ეგენი კარგად არ აღრიცხავენო. .
თავის გასამართლებლად კარგი არგუმენტია: ეგენი აყალბებენ.
გახსოვთ, ჩვენ რას ვამბობდით მაშინ: შემთხვევების რაოდენობას რომც აყალბებდნენ ჩვენები, სიკვდილობის ზრდას მიანც ვერ დამალავდნენო.
ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?სხვა ახსნა ჭირდება ჩვენთან პანდემიის მართვის ასეთ ჩავარდნას”
კომენტარები