• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ქოცები ჩვენი მეშვეობით ცდილობენ ამოცანის შესრულებას” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
15:19 06-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,408

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

“მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არ არის მხოლოდ (და არც უპირველეს ყოვლისა) მწვავედ კრიტიკული ოპონენტის დანაშაულებრივი გზით დასჯა. სინამდვილეში, ამ შემთხვევის, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის და სხვა მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა: “პატრიარქს აგინა”, “ერეკლეს (საქართველოს დიად წარსულს) შეურაცხყოფს”, “LGBT პროპაგანდა” – ამ პროპაგანდისტულმა მესიჯებმა არ იმუშავა, არ გაიწოვა ეს აბსურდი ხალხში, ფუჭად დაითესა და მოსავალი არ მოვიდა, იმედი, რ2 და სხვა პროპაგანდისტები ჩაფლავდნენ და ახლა ქოცები ჩვენი მეშვეობით ცდილობენ ამოცანის შესრულებას.
ასეთ ვითარებაში საჭირო ხდება რაღაც საინფორმაციო მოდუსი (“ნიუს პოვოდი” ძველ ტელევიზიონშიკურ ენაზე), რომლის მეშვეობითაც პროპაგანდისტული ყალბი ჰიპერტექსტები ვირუსულად გავრცელდება და ტვინში გაჯდება. ეს პლატფორმა მაქსიმალურად სანახაობრივი, ხმაურიანი, რეზონანსული, დასამახსოვრებელი და პროპაგანდასთან ერთი შეხედვით კავშირში არმყოფი უნდა იყოს. ჰოდა, აირჩა კიდევაც თავდასხმების ფორმა, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
პროპაგანდის ამ ფორმის მთავარი ძალა, სამწუხაროდ და ერთი შეხედვით პარადოქსულად, ჩვენშია – ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში და მედიებში. პროპაგანდის ვერაგული ფორმა სარკისებური პროპაგანდაა, რაც ლიბერალური მედიის მიერ პროპაგანდის გაშუქებაში ვლინდება, რა დროსაც ჩვენ უნებურად ვავრცელებთ პროპაგანდისტულ ჰიპერტექსტებს, ვერთვებით და ამით ვქმნით პროპაგანდისტულ დისკურსებს.
ამიტომაც, ჩვენზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, გავაშუქოთ იმგვარად, რომ უკუშედეგი – პროპაგანდის გაძლიერება არ მივიღოთ, მისი დამარცხების და პროპაგანდისტული მითების დამსხვრევის ნაცვლად.”
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved