მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო:
„ახლა ქალაქი ბლოკადაშია, ჩვენ გვხოცავენ როგორც ერს, როგორც უკრაინელ ხალხს. რუსი ოკუპანტები ესვრიან საცხოვრებელ უბნებს. თვითმფრინავებმა დღეს ბომბი ჩამოაგდეს. მე, როგორც მერმა, მოვახერხე ტრანსპორტის ორგანიზება, რომ ხალხი ევაკუაციის ადგილებამდე მიგვეყვანა და იმ მომენტში, როცა ჩვენ გამოვდიოდით, რუსის ჯარმა დაიწყო სროლა. სასწაულებრივად გადავრჩით, რომ ხალხი არ დაშავებულა, მაგრამ ტექნიკა დაზიანდა. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. დაბომბვა უკვე 6 დღეა გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები მივა იქამდე, რომ უსაფრთხოების დერეფანს მოგვცემენ. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა“.
კომენტარები