• რეკლამა
  • კონტაქტი
04:13, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა, ოჯახამოწყვეტილი დედა გზაშია, თბილი, პატარა ხელების ნაცვლად გაყინულ ცხედრებს მოეფერება…” – თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
15:33 02-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ალბათ, ყველაზე მეტად თავის სამი შვილი ენატრებოდა, ვიდეო თვალით გამოზრდილი შვილები… აქ, ბაღდათში არაფრის იმედი რომ არ ჰქონდა, ადგა და წავიდა… დატოვა მშობლიურ სოფელში სამი პატარა მამასთან და ათასობით ქართველი ქალის მსგავსად ულუკმაპურობას, უიმედობას, გაჭირვებას საზღვარგარეთიდან შეებრძოლა…
ალბათ, სახლში დარჩენილი პატარები და მეუღლე მშვიდად ეგულებოდა… ალბათ, ჩვენი ქალების მსგავსად ძილის წინ ბავშვებს სოციალური ქსელით ესაუბრა და ტკბილი ძილი უსურვა. ალბათ, სხვა დედა-შვილებივით დაგეგმეს მომდევნო თვის ხელფასით რას გააკეთებდნენ…
ალბათ აქ, ბაღდათში ტყუპი გოგონები და მათი ძმა გათენებას მოუთმენლად ელოდნენ დედისთვის დილა მშვიდობისა საქართველოდან რომ ეთქვათ…
მაგრამ, გათენდა და საზარელმა ამბავმა, თავს დატეხილმა სტიქიამ ბავშვებს სიცოცხლე წაართვა, მონატრებილი დედის ნახვის და იქამდე ხმის გაგონების შესაძლებლობა წაართვა…
ალბათ, შვილებს დედის მონატრების სუნი ტალახშიც ჩაჰყვათ… ალბათ, მამა ყველაზე ბედნიერი წავიდა, ალბათ როგორ უმძიმდა ათასობით კილომეტრის დაშორებით წასულ ცოლთან საუბარი და შვილებს მოწყვეტილი ქალის ვიდეოში ყურება…
ალბათ, გადარჩენა არც კი სცადა…
ახლა, ოჯახამოწყვეტილი დედა გზაშია, თბილი პატარა ხელების ნაცვლად გაყინულ ცხედრებს მოეფერება და თავს გაჭირვებას, წასვლას, განშორებას ვერ აპატიებს…
ის ქმრის და სამი შვილის უსულო სხეულებს მიწას მიაბარებს, არა და, მათი უკეთესი მომავლის იმედით წავიდა და გაუძლო სიშორეს, მონატრებას, უცხო წესებს და უცხო გარემოს, მაგრამ მომავალი ამ ოჯახისთვის უბრალოდ აღარ არსებობს, ყველაფერი წარსულში დარჩა…
დრო ამ ქალისთვის სამუდამოდ გაჩერდა…
ალბათ, ყველაზე მეტად სძულს წვიმა, წვეთ-წვეთად რომ შეგროვდა, მიწა რომ დაალბო, ატალახდა და ოჯახი წაართვა… ალბათ, სძულს გაჭირვება, რადგან ამის გამო ვერ გაატარა უკანასკნელი წუთები ოჯახთან ერთად… ალბათ, განგებაც სძულს, ამ ტკივილისთვის რომ გაიმეტა და სძულს საკუთარი თავი, რომ გადარჩა მხოლოდ ამიტომ…
თეგები: თამარ ბუჩუკური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved