• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა მომისმინეთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა…” – მშვილდაძე

ალია ავტორი - ალია
17:22 09-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე:

“ახლა მომისმინეთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა – ვეცდები ამომწურავად დავწერო ამ თემაზე:

ისეთ გაბაზრებულ და უამრავი პატიოსანი და მიუკერძოებელი ადამიანის

მიერ დანაშაულში მხილებულ პირზე, როგორიც მეგის ქარდავაა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა არის აუცილებელი – ეს არაა შემთხვევა, როცა შეგიძლიათ ბრძნული დუმილით გაატაროთ ამბავი, რადგან ხვდებით, რომ არაა სასურველი და საამაყო მისი დაცვა და პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა მეგის ქარდავაზე საუბარიც კი – იმიტომ, რომ თქვენ თუ გაჩუმდებით, მხოლოდ თეა თუთბერიძეების და რადიკალების ხმა გაისმება ამ თემაზე ნაცმოს მხრიდან, რომლებიც ღიად აპრავებენ ამ დადასტურებულ მოძალადეს და ასეთ შემთხვევაში სწორედ ოცნების მთავრობისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება, რომელიც ცდილობს თავს მოახვიოს მოსახლეობას აზრი, რომ აი ასეთები არიან ნაცები და პარტიის სახედ აქციონ არა ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე და სხვა ბევრი წესიერი და პატიოსანი პოლიტიკოსი, არამედ მეგის ქარდავა – ამას ცდილობს ზუსტად ბიძინა ივანიშვილი და ამიტომაც მოახდინა მისი ექსტრადიცია ახლა წინასაარჩევნოდ.

ვიცი, რომ ეს რადიკალები პარტიაშიც და მხარდამჭერებშიც ღრმა უმცირესობაში არიან და ნორმალური ღირებულებების, არამოძალადე, მშრომელი და პატიოსანი ადამიანები უჭერთ მხარს ამ პარტიას დიდი უმრავლესობით და წარმოადგენთ კიდეც.

სინამდვილეში სწორედ თქვენი, წესიერი და პატიოსანი ადამიანების რეპუტაციას ლახავდნენ ყველანი, ვინც იმ ცხრა წლის მანძილზე სისტემურ ძალადობაში იყვნენ ჩართულნი და არანაირი მოვალეობა მათ წინაშე არ გაქვთ – პირიქით, ისინი სარგებლობდნენ და სარგებლობენ ბოროტად თქვენი რეპუტაციით და ადამიანობით.

მესმის ისიც, რომ ზოგიერთი ასეთი მოძალადე რუსულ გავლენებთან და პუტინთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი და ეს ნაწილი მართლა მნიშვნელოვანი და ღირებულია, მაგრამ ეს არ არის ინდულგენცია მათთვის, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წესიერი და პატიოსანი მოქალაქეების მიმართაც.

სამწუხაროა, რომ სასამართლო, რომელიც ნდობას აბსოლუტურად არ იმსახურებს, ასამართლებს ადამიანებს ამ ქვეყანაში და ხშირად უსამართლოდ, მაგრამ არსებობს სტრასბურგის სასამართლოც და მალე ამ ქვეყანაშიც დაიბრუნებს ნდობას სასამართლო სისტემა, რის უზრუნველსაყოფადაც უნდა შეიცვალოს ოცნების სამარცხვინო ხელისუფლება და ჩანაცვლდეს ოპოზიციური პარტიების კოალიციური მთავრობით – კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს და მათ მხარდამჭერებს კი სასიცოცხლოდ სჭირდებათ ნაცმოს მხრიდან მკაფიო დასტური იმისა, რომ პარტია იაზრებს და ემიჯნება წარსულის იმ ნაწილს, რომელიც იყო ძალადობრივი და ცუდი, და გამიჯვნა უნდა მოხდეს არა უბრალოდ, სიტყვაზე, არამედ კონკრეტული პერსონების დონეზე – რომ მკაფიოდ და ცალსახად იყოს ნათელი ყველასთვის, რომ ასეთი ამბები აღარასდროს განმეორდება, რომ სისტემური ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება – კოალიციის ყველაზე დიდი წევრისგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თან იმ პირობებში, როცა ზუსტად ამის შიშის ჩანერგვას ცდილობს ხალხში ოლიგარქი.

მესმის ისიც, რომ ვიღაცებისთვის ეს პიროვნულად შეიძლება იყოს მტკივნეული, რადგან შესაძლოა აკავშირებდეთ პირადი ნაცნობობა და ურთიერთობაც წარსულში, მაგრამ ამაზე მაღლა დადგომაც უნდა შეძლოთ, რადგან ფსონზე დევს მთელი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი და უხერხულობების გამო ამ მომავლით გარისკვა დანაშაულის ტოლფასია.

არცერთი დიდი ჩემპიონი არ გამხდარა კრივში ისე, რომ დარტყმა არ მიეღო – დარტყმებს იღებს ყველა, და სწორედ დარტყმების ატანა, ტკივილის ატანა, ძალების მოკრება და ნათელი სტრატეგიის მიყოლა არის დიდი ჩემპიონების მთავარი თვისება, რითაც აღწევენ ისინი უმაღლეს შედეგებს.

მხოლოდ ასეთი უკომპრომისო ბრძოლით და ყველა ვითარებაში სიმართლის მსახურებით არის შესაძლებელი ბიძინას დამარცხებაც, რაც დღეს ისე ახლოა, როგორც არასდროს, და არა გოდოს უსასრულო მოლოდინით.

ასეთი უკომპრომისო და მართალი ხალხის იმედად კი მერე მართლა ჩამოვა გოდოც, ტურისტიც და ინვესტორიც.

ღირებულებითი სიცხადე ნამდვილად არის ერთადერთი იარაღი, რითაც ასეთ რთულ პირობებში და ამდენი წნეხის ქვეშ ოპოზიციას შეუძლია მილიარდერი კრიმინალი ყოვლისმპყრობელის დამარცხება.

წაიკითხეთ სახალხო დამცველის ძველი ანგარიშები, მოუსმინეთ დაზარალებულ ადამიანებს და ეცადეთ მათი ტკივილიც გაიზიაროთ. ადამიანური თანაგრძნობის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს მთავარი დევიზი, რაც ამ ქვეყნის გერბზე გვაწერია – რომ ძალა ერთობაშია – განსხვავებულთა, მრავალფეროვანთა, მრავალი ინტერესების მატარებელთა, მაგრამ ადამიანური ღირებულებების იდეით გაერთიანებულთა ერთობაში.

გმადლობთ ყურადღებისთვის და გისურვებთ გამარჯვებას 2 ოქტომბრის საერთო სახალხო რეფერენდუმში.”

თეგები: მიშა მშვილდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved