მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ენმ-ს ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ოპოზიციური ლიდერების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.
ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას აპირებენ.
გიგი უგულავას თქმით, მათ ამის უფლებას კანონი და კონსტიტუცია აძლევს და კარვების რაოდენობა გაიზრდება.
“გონებაშეზღუდულებს მინდა ვუთხრა, რომ ამის უფლება მოქალაქეებს აქვს. ხალხი ბევრი რომ არის ეშინიათ…” – განაცხადა გიგი უგულავამ.
კითხვაზე, ხომ არ დაიწყებს ხელისუფლება დაკავებებს კარვების დადგმის გამო, რადგან, წინა ცდისას, სწორედ ასე მოხდა, ხატია დეკანოიძე პასუხობს:
-ახლა მოგვერივნონ! კარვები დარჩება, სანამ ნებისყოფა გვეყოფა და ნებისყოფა გვეყოფა დიდხანს.
ზუსტად ამ წუთებში ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვებს შლის.
კომენტარები