• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ჯობია ზურაბიშვილის სცენარს მივყვეთ, თუმცა აქაც აშკარაა ბუნდოვანება” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:43 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ყველა არგუმენტი არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ რისკებთან დაკავშირებით ობიექტურია და ეს საკამათო არ არის, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი აქტიურ ბოიკოტსა და პროცესში შეყოლას შორის, სწორად ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გაკეთებულიყო.
სანამ გეტყვით, თუ რატომ, აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ვარიანტი იყო, ეს დისკუსია საერთოდ არ დაწყებულიყო და პოლიტიკურ ოპოზიციას ამის ნაცვლად, კარგ კოორდინაციაზე და ხალხის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ეზრუნა.
რადგან ეს ვერ მოხერხდა, ჩემი ღრმა რწმენით, არსებულ მოცემულობაში, აქტიური ბოიკოტი, რომელიც იდეაში საყოველთაო დაუმორჩილებლობაში უნდა გადასულიყო, მკვდრად შობილი პროექტია და ძალისმიერი მეთოდებით მოქმედი რეჟიმის ინტერესებშია, რომელმაც კარგად ისწავლა ასეთი პროცესების მართვა და ცეცხლითა და მახვილით ჩახშობა. კვლევებში კი კარგად ჩანს, რომ ხალხში იმგვარი აქტიური მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც ძალადობას ადექვატურ ძალას დაუპირისპირებდა სამწუხაროდ შეუძლებელია.
შესაბამისად, ამგვარი პროცესში შესვლა ხელისუფლებას მოასუფთავებინებს პოლიტიკურ ველს და შეუქმნის “სუვერენული დემოკრატიის”, რეალურად კი დიქტატურის საბოლოოდ დამკვიდრების წინაპირობას, დომინანტური პარტიით და მისი სატელიტებით.
ბუნებრივია, არჩევნებში მონაწილეობაც არ არის კარგი არჩევანი, მაგრამ თეორიულ შანსს ტოვებს, რომ მისი მორიგი უხეში გაყალბების შემთხვევაში, ამომრჩეველში გაიღვიძებს აქტიური პროტესტი, რაც შექმნის რეალური ძალის ფორმირების წინაპირობას.
მოკლედ, მაღალი ალბათობით, ორივე გზას საბოლოო ჯამში ქუჩის პროცესებთან მოვყავართ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში პროტესტის კონსოლიდაციის შანსები არ ჩანს, მეორეში კი ამის თეორიული შესაძლებლობები რჩება.
აქვე ვიტყვი, რომ ამ დისკუსიამ იმხელა ზიანი მიაყენა ყველას და ასარგებლა ხელისუფლება, რომ ახლა ჯობია იმ სცენარს მივყვეთ, რასაც ზურაბიშვილი გვთავაზობს. თუმცა აქაც აშკარაა ბუნდოვანება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved