,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,ქოლ- ცენტრების თითქოსდა მფარველობის თემის მიბმა ღარიბაშვილთან მორგჯერ, თვალნათლივ გვაჩვენებს, რაოდენ გახრწნილია კობახიძის მმართველობა. ქვეყანამ იცის, რომ ღარიბაშვილს არანაირი შეხება ქოლ-ცენტრებთან არ ჰქონია, მაგრამ კობახიძის ხელისუფლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დანაშაულს მიაკერებს და ვითომ მოწმეებსაც მოძებნის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამხელს, რაოდენ მასშტაბურ ბოლშევიკურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. მაინტერესებს, როდის გამოაჩენს კობახიძე მოწმეს, რომელიც მოგვიყვება, როგორ გავყიდე მე დავით გარეჯი, ან როგორ ვეზიდებოდი სახლში ოქროს ზოდებს და ბოლოს, როგორ ვამუშავებდი ქოლ- ცენტრებს. ახლა ისიც მოგვიყევით, როგორ აწარმოებდა ღარიბაშვილი ჰეროინს ღვინის ქარხანაში და მთლად კარგად იქნება თქვენი საქმე. დოქსოპულო, რა უსაზღვრო ფანტაზია გქონია “











კომენტარები