ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი:
„ძალიან ამსუბუქებულია მავნებელთა ლაშქარი ეუთოს ცრუ ანგარიშის თაობაზედ და ვიდრე ბოლომდე გაუფრენიათ, სასწრაფოდ უნდა დავაბრუნო მიწაზე:
ამ ქვეყნის ბედს, დღესაც და მომავალშიც, გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი და მას გარედან ვეღარავინ მოუხსნის ან დაუნიშნავს ხელისუფლებას – მაგდენი იმუნიტეტი კი გამოვიმუშავეთ ამ ბრძოლებში.
ვინც რა არ უნდა დაჯღაბნოს ან იპრუტუნოს სხვადასხვა ტრიბუნებიდან, ქართველ ხალხს მათზე უკეთესად აქვს შესწავლილი ფაქტები და ამიტომ დარწმუნებულია, რომ
1. ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები მოიგო;
2. ქართულ ოცნებას ქიმიური იარაღი დემონსტრანტების წინააღმდეგ არ გამოუყენებია;
3. ქართულ ოცნებას არავინ უწამებია;
3. პოლიციასთან ყველა შეტაკების დროს ძალადობის ინიციატორი იყო ოპოზიცია;
4. მიტინგების დაშლის დროს, რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას და ეს არ იყო სასიამოვნო საყურებელი.
ეს არის უტყუარი ფაქტები!
ახლა, დაახვიეთ თქვენ და თქვენმა პატრონებმა ფაქტებად გასაღებული აღქმები, დაგრაგნეთ, გაიკეთეთ უხერხულ ადგილას და გემს მიხედეთ, სანამ იქით არ გარბენინეთ ჰააგამდე.“














კომენტარები