• რეკლამა
  • კონტაქტი
11:46, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ბიძინას ტაქტიკაა „გააერთიანე და დაამცირე“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
16:56 09-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
687

პოლიტიკოსი, ნიკა გვარამია, რომელიც “წულუკიანის კომისიაზე” არმისვლის გამო დაიჭირეს, სოციალურ ქსელში, წერილს ავრცელებს:

პირველ რიგში შეუძლებელია, პატიმარმა სხვა პატიმრებს გათავისუფლება არ მიულოცოს. ამიტომაც სწორედ მილოცვით დავიწყებ.
მეორე, სავსებით მესმის ვითარების სირთულე და მიხარია, რომ აქედან გამოსავალი ლელოს ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში – არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ, ცხადია. არ დავმალავ, სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან. თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედია ველზე.
მესამე, მძიმე შეცდომაა იმაზე საუბარი, რომ ახლა ბიძინას ტაქტიკა „დაყავი და იბატონეა“. არა, მეგობრებო. მისი ტაქტიკა „გააერთიანე და დაამცირე“.
არავის ვურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას. ეს დაღუპვის უმოკლესი და უტყუარი გზაა. ასევე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სამშობლოს გადარჩენის დაზიანების და ბიძინას გაძლიერების უტყუარი გზა.
და მეოთხე და მთავარი: შეიძლება ვინმეს უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს ამ სიტუაციაში ეს მიმართვა, მაგრამ სწორედ აქ და ახლა მგონია ამის თქმა საჭირო.
მინდა მივმართო მთავარი არხის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს: ზაზა, თუ მართლა ვცდები და შენი ( ჩემთვის აუხსნელი) ქმედებებით არხის პარალიზება ბიძინას თამაში არაა და უბრალოდ ბრაზით გამოწვეული გაუგებრობაა, შეგიძლია ახლა უმარტივესად დაამტკიცო ეს – მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ჩავეხსნათ „მთავარს“ ყველა დამფუძნებელი და არხის კოლექტივმა თავად გადაწყვიტოს რას და როგორ გააკეთებს. თუ ეს მხოლოდ წყენებია და არა ბიძინას გეგმა, სამშობლოს რომ გადავარჩენთ, მერე გავარჩიოთ ჩვენს შორის ( ყველას ვგულისხმობ, მარტო ჩვენ ორს არა) გაუგებრობები. ახლა დავდგეთ პირადზე მაღლა, რადგან ცოტა რამ თუა ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გავლენებისგან თავისუფალი „მთავარი არხი“, რომელიც 24/7 ზე მხოლოდ პროტესტის სამსახურში იდგება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved