ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი „ქართული ოცნების“ შაბათს დაგეგმილ სხდომას, რასაც ივანიშვილი დაესწრება, ასე ეხმაურება:
„ვინც პარტიების აკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას, მის ფეხქვეშ მიწა დაიწვება. შედეგები იქნება ძალიან მძიმე ყველასთვის, მოსამართლიდან დაწყებული, სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატით და თვით ბ–ნ ბიძინათი დამთავრებული. ზოგი ამას ხვდება, ზოგი ვერ. ვინც ხვდება, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, იქიდან ბევრი შფოთავს. ერთი კობახიძეა, სიამოვნებით და სიხარულით რომ აკეთებს ასეთ რამეებს. რუსეთის იქით მაინც არავინ და არაფერი უნდა მაგას. დანარჩენები შფოთავენ. ახლა ბ–ნმა ბიძინამ უნდა დაამშვიდოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მატყუარა “სოსკებს“ დაურიგებს შაბათს“











კომენტარები