• რეკლამა
  • კონტაქტი
19:48, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალშობილით ხელში დავრბოდით, აფხაზების, რუსებისა და ჩეჩნების ალყაში ვიყავით, ირგვლივ რაღაცები ფეთქდებოდა…” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:20 02-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

 

“იმ საშინელ 1992 წელს, როცა რუსეთმა (დიახ, რუსეთმა!) აფხაზეთში ომი დაიწყო, რისთვისაც ნიადაგს წლების განმავლობაში ამზადებდა, გუდაუთაში ვიყავით. უფრო ზუსტად, გუდაუთის ახლოს მდებარე სოფელ ლიხნში, სადაც დავიბადე და გავიზარდე და უკვე მრავალი წელია, ფეხი არ დამიდგამს.
ყველაზე რთული გუდაუთიდან გამოსვლა იყო, რადგან სოხუმში ან სოჭში უნდა ჩაგვეღწია, სხვა გზა არ იყო. აი იქამდე ჩაღწევა კი მთავარი პრობლემა გახლდათ. საუბარია ოჯახის წევრ ქალებსა და ბავშვებზე, კაცებს გამოსვლა არც უფიქრიათ. სოხუმი რომ დაეცა, მამაჩემი და ბიძაჩემი ისევ აფხაზების დახმარებით გადმოვიდნენ საქართველოს აქეთა ნაწილში. და თუ ვინმე იკითხავს, დიახ, ბიძა იბრძოდა და იმ საშინელებაგამოვლილი, მალე გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა, ფიზიკურად გადარჩენილი, მაგრამ მორალურად განადგურებული. გულმა ვერ გაუძლო.
ჰოდა იმ საშინელი დღეების განმავლობაში არც ერთი ღამე არ ყოფილა მშვიდი, ხან აფეთქებები და ხან მოროდიორების თარეში არ გვასვენებდა, შიში და თავის გადარჩენის ინსტინქტი მიგვარბენინებდა ღამით სადღაც, ვითომ თავს შევაფარებდით და ასე ერთად შეყრილ სამეზობლოს ტყვია ვერ მოგვაგნებდა.
ჩემი დისშვილი ირაკლი ვაშაყმაძე იმ საშინელ ომში დაიბადა. Mzia Rekhviashvili -მა, რომელიც ფეხმძიმედ იყო და ჩემმა სიძემ Gela Vashakmadze -მ, როგორც ზემოთ ვთქვი, ბათუმში დაბრუნება ვერ შეძლეს.
გუდაუთის სამშობიარო სახლი აფხაზებსა და რუსებს ჰოსპიტლად ჰქონდათ გადაკეთებული და ჩემს დას მშობიარობა რომ დაეწყო, აფხაზმა მეზობლებმა წაიყვანეს. თან აფრთხილებდნენ, ქართულად არ იყვირო ტკივილის დროსო. მაგის გააზრების თავი სად აქვს მშობიარეს და ვერ შეასრულა მითითება. თუმცა, მადლობა ჩვენს აფხაზ მეზობლებს (რომლებთანაც დღეს კონტაქტიც არ გვაქვს და მგონი, უმეტესობა ცოცხალიც არ არის), უპატრონეს და შინ უვნებლად მოიყვანეს დედა და ბავშვი.
აი ამის შემდეგ, უკვე ახალშობილით ხელში, დავრბოდით სახლებს შორის, როცა ირგვლივ რაღაცები ფეთქდებოდა, ვიმალებოდით, როცა მოროდიორები შემოიჭრებოდნენ და სახლებიდან რაღაცები მიჰქონდათ. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ჩვენთან, ძირითადად, აფხაზები ცხოვრობდნენ, ქართული ჯარი არც შემოსულა, ყველა მხრიდან ამ აფხაზების, რუსებისა და ჩეჩნების ალყაში ვიყავით.
1992 წლის 20 სექტემბერს აფხაზმა მეზობლებმა თავიანთ სახლში გადაგვიყვანეს და მეორე დილით გუდაუთიდან ზღვით სოჭამდე უნდა გამოვმგზავრებულიყავით ჩემი და, დისშვილი, დედა, მე, ჩემი სიძე და მამიდაშვილი.
და როცა პორტში მივედით, ჩემი სიძე და მამიდაშვილი ჩეჩნებმა ტყვედ აიყვანეს.
ჩვენ გემზე ავედით, დედამ, ესენი მისახედი მყავს, თქვენ ნუღარ მანერვიულებთ, წადითო და გამოგვამგზავრა.
რა გადავიტანეთ, ამას ვერ მოვყვები. ვერ შევძლებ.
მერე დედა ყვებოდა, როგორ შეაწრიალა მთელი სამეგობრო, როგორ უჩოქებდა სათითაოდ ყველას ეს ახალგაზრდა ქალი, რომ ოჯახის წევრებისთვის მიეგნო. თუ რამე გვქონდა, ვგულისხმობ ფულს, რომელიც აქეთ გადმოსულებს თავის სარჩენად დაგვჭირდებოდა, ყველაფერი გადაიხადა და დაიხსნა.
ჩემი სიძე და მამიდაშვილი ყვებოდნენ, როგორ ამცირებდნენ მათ და რა გადაიტანეს, სანამ დასახვრეტად გაიყვანდნენ. მაგრამ ვერ მოასწრეს, დედამ Eleonora Welidzeმანამდე მათი გამოხსნა შეძლო. დედაჩემი გმირია!
ახლა, როცა ადამიანები წერენ, რომ რუსეთის გაღიზიანება არ შეიძლება, საქართველო მეტ ომს ვერ გადაიტანსო, კი, მათიც მესმის, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველო ახლაც ომშია, სულ ომში იყო და რუსეთი მუდმივად ჩვენი დამპყრობელი იქნება, თუ მივუშვებთ. შემოჭრილიცაა და გაჭრილიც ჩვენს მინდორ-ველებში. არც გაღიზიანება სჭირდება და არც გაწოლა, მისთვის სულერთია, ბაბაიას დაუძახებ, თუ – ოკუპანტს. თავისი მიზნები და ზრახვები აქვს და სანამ ცივილიზებული სამყარო ერთიანი ძალით არ შეაჩერებს, ამ ზრახვებზე ხელს არ აიღებს.
და რომ შეაჩერებს, დარწმუნებული ვარ.
ჰოდა სად ვიქნებით ჩვენ მაგ დროს, როცა ცივილიზებული სამყაროს ძლიერი მუშტი რუსეთს ცხვირში მოხვდება?
აი ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს და დავფიქრდეთ.
დიახ, არც მე მინდა ომი, მაგის საშინელება პირადად მაქვს გამოცდილი და ახლა, როცა უკრაინაში ომია, ისევე განვიცდი, როგორც იმ აუტანელ 1992-ში განვიცდიდი. ზუსტად ვიცი, რას გრძნობენ ახლა იქ ადამიანები და მთელი არსებით მათ გვერდით ვარ.
#რუსეთიოკუპანტია და #პუტინიუუკრაინაშიუნდადასრულდეს!
Хай живе вільна Україна!
Хай живе вільна Грузія!”
თეგები: აფხაზეთი საქართველოანაზიბროლა რეხვიაშვილიოკუპაციარუსეთ-უკრაინის ომირუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved