• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახალი“ ვერ გახდება 5-იანი“ – თენგო თევზაძე

ალია ავტორი - ალია
00:14 06-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

,,ახალის” წევრი, თენგო თევზაძე:

,,ვერ ვიტყვი გამიკვირდაო, რაც „ენმ“-ს იდეოლოგებისგან მოვისმინე. მათი მცდელობა ნამდვილად არის ის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს „ახალი“ და „ენმ“ (4 და 5, როგორც განზრახ ამბობენ) არის ერთი. ეს უკვე ჩავლილი ამბავია და ამჯერადაც ძალიან ცდებიან. „ახალი“ არ და ვერ იქნება „ენმ“. ახალის “დნმ” არის სხვა და „ახალი“ მხოლოდ „ენმ“-სგან წამოსული ადამიანებისგან არ შედგება (სხვებს პოლიტიკოსებად არც ვთვლითო).

„ახალი“ შედგება იმ ხალხისგან, რომლებიც გამოვიდნენ უნივერსიტეტებიდან (პროფესორები), აქტივისტებისგან, ბიზნესის წარმომადგენლებისგან, პროტესტში მყოფი ხალხისგან, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებისგან. მოკლედ რომ ვთქვა, გამოცდილი და რეალიზებული ადამიანებისგან. ამ მრავალფეროვან პარტიაში, არიან გამოცდილი პოლიტიკოსები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელთა სიმტკიცეც და პრინციპული პოზიციაც რეჟიმთან და კულუარული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მომავალშიც აღმოჩნდება.

“ახალმა”, ახალმა და გამოცდილმა ენერგიამ ერთად, სიახლემ და მრავალფეროვანმა ძალამ მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა. აქვე, ობიექტურობისთვის დავაზუსტებ, რომ ჩვენ „ევროპული საქართველოს“ მსგავსად 11% არ მიგვიღია, ჩვენ გაყალბებული შედეგებითაც კი მეორე ადგილზე გავედით და სადაც ბიძინას გაყალბება ვერ მისწვდა იქ საერთოდ 32% ავიღეთ (საზღვარგარეთ). ჩავატარეთ, ყველაზე წარმატებული კამპანია რაც კი პოლიტიკურ პარტიას ოდესმე საქართველოში ჩაუტარებია (რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის შეხვედრები). რეგიონებში გავშალეთ კამპანია, რა დროც გვქონდა იმ დროში ყველა კარზე მივაკაკუნეთ. აუცილებელია კოალიციაში შემავალი პარტიების (დროა და გირჩი – მეტი თავისუფლება) აღნიშვნა და მათი გაწეული შრომა. ამ სტატუსში არ “გავშლი” თბილისის და სხვა დიდი ქალაქების შედეგებს.

„ახალი“ ვერ გახდება 5-იანი, „ახალის“ დნმ არის გამოცდილება, მრავალფეროვნება და სიახლე. გამოცდილებთან ერთად ახალი ხალხი პოლიტიკაში, რასაც ორივე ნიკამ ძალიან შეუწყო ხელი.

„ენმ“-ს შიდა დინებები დიდად არ დამაინტერესებდა, ამ ყველაფერში პერიოდულად რომ არ რევდნენ პარტია „ახალს“ იმ სურვილით, რომ 2028-ში 2% აიღოს. ზოგიერთს, მგონი, გადაწყვეტილი აქვს სულ იყოს და თუნდაც სულ მეორე იყოს. მეგობრებო ჩვენ რეჟიმზე გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

ისე, „40 მილიონი, 40 მილიონიო“ რომ გაიძახით, როგორ შევძელით 3 თვეში იმ შედეგის დადება რაც დადგა, ამაზე ვიმსჯელოთ და გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს, ჩემი აზრით, უფრო საინტერესო იქნება ხალხისთვის.“

თეგები: თენგო თევზაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved