ქართული ოცნების მხარდამჭერი, ლიკა გამრეკელი:
არ მახსოვს ნაცი, მითუმეტეს ქალი, ვინ წინ დამდგომოდა, (ანუ პირისპირ ) და ისე მოეყენებინა შეურაცხყოფა და არ მეთრია.
ძირითადად დაფარულად შემალულად ან ბევრ ადამიანში რომ არ დამმახსოვრებოდა.მაგრამ “აბაროტის” ქვეშ არასდროს დავრჩენილვარ. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ ახალი წლის ჩაშლის მცდელობა თუ ექნებათ არ მოვუთმინოთ, მე პირადად ვაპირებ ვათრიო, ვინც გადამეყრება ყველა მიშას და ნაცების მეხოტბე. დავიღალე და მოთმინების ფიალა გადამევსო. ვიღაცას დღეს რომ სველი შვილი მისდის აქციიდან, დედაჩემს სისხლიანი შვილი მოსდიოდა სახლში, იმ სისხლს რეცხავდა დედა და მე მაინც მივდიოდი მეორე დღეს აქციაზე. ამიტომ აქ ზღაპრებს ნუ მიყვებით, სველი ახალგაზრდა არ მიკვირს, აი, მოკლული ახალგაზრდა ქუჩაში კი 13 წელია არ ყოფილა მადლობა უფალს და ქართველი ხალხის სიბრძნეს.














კომენტარები