• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი თავმჯდომარე და პარტიის ახალი სახელი – ვინ ჩაანაცვლა ზურაბ მახარაძე

ალია ავტორი - ალია
14:19 04-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,076

2012 წლის ბოლოს, “ალტ–ინფომ” დაარეგისტრირა პარტია კონსერვატიული მოძრაობა და საჯარო რეესტრის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ, პარტიის დარეგისტრირებისას, პარტიის თავმჯდომარე იყო ზურაბ მახარაძე – სრული უფლებამოსილებით, ხოლო გენერალური მდივანი იყო – გიორგი ქარდავა  – შეზღუდული უფლებამოსილებით.

როგორც “ალიამ” გაარკვია, საჯარე რეესტრის მონაცემის მიხედვით, 2022 წლის 28 მარტს, პარტია “კონსერვატიულ მოძრაობას” ცვლილებებისთვის მიუმართავს მისთვის და უთხოვია სახელის შეცვლა, კერძოდ, ნაცვლად “კონსერვატიული მოძრაობისა” ახლა ის იწოდება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“.

ამჯერად, პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აღარ არის მითითებული და დოკუმენტების მიხედვით, პარტიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს – გიორგი ქარდავა – სრული უფლებამოსილებით და გენერალური მდივანი – შოთა მარტინენკო  – შეზღუდული უფლებამოსილებით.

ზურაბ მახარაძე არც პარტიის თავმჯდომარედ და არც გენერალურ მდივნად აღარ იწოდება.

11 აპრილს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება:

“1. რეგისტრირებულ იქნეს ცვლილებით „კონსერვატიული მოძრაობა“ და პარტიის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით: „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.”

რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, მან მარტის შუა რიცხვებში განაცხადა:

“როგორც “ალ-ინფოს” ისე, “კონსერვატიულ მოძრაობას” სხვა ტემპებზე გვიწევს გადასვლა, აქედან გამომდინარე, მე, თვე, ალბათ, მეტი ხანი მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე”

მოგვიანებით, 13 აპრილს, მისი სახელით გავრცელდა განცხადება, რუსეთში მოლაპარაკებებზე, თუმცა, პარტიის გვერდზე გავრცელდა წერილი, სადაც ეწერა, რომ ზურაბ მახარაძეს ეს წერილი არ დაუწერია და წერილი ყალბია, გარდა ამისა, მაშინ პარტიის წევრები წერდნენ, რომ ზურაბ მახარაძე მალე დაბრუნდება ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა, ამ დროისათვის იგი უკვე აღარ იყო პარტიის თავმჯდომარე.

“ნეიტრალიტეტის მიღწევა მოხერხდა, საუბარი იყო 3+3-ის და ОДКБ-ს წევრობაზე… მოსკოვში შეიმჩნევა სიხარული და სიამაყე…” – რა წერილი ვრცელდება ზურაბ მახარაძის სახელით

 

თეგები: ალტ-ინფოზურაბ მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved