• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

ალია ავტორი - ალია
15:42 11-04-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ,
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის
მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსის მეორე ნაკადზე, მომავლისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა და AI ტექნოლოგიების შესწავლა 150 მოსწავლემ დაიწყო.
AI საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტს ნულიდან – პროფესიულ დონემდე. ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის დასრულებისას ჩატარდება ეროვნული ოლიმპიადა, სადაც გამოვლინდება ეროვნული ნაკრები, რომელიც 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის
საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დარეგისტრირებულთა ორმაგი რაოდენობა მოწმობს. წელს 500-მდე მოსწავლემ გაიარა შესარჩევი ეტაპი. გაზრდილი მოტივაციისა და მაღალი ხარისხით შესრულებული დავალებების გამო, კურსის მასშტაბი გაფართოვდა და დაგეგმილი 50 მოსწავლის ნაცვლად AI საოლიმპიადო კურსზე 150 უფროსკლასელი ჩაერთო.
წლევანდელი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გოგონების გაზრდილი ჩართულობაა – მონაწილეთა 33% გოგოა, მაშინ როდესაც გასულ წელს გოგონები პროგრამაში არ მონაწილეობდნენ.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა რეგიონებიდან კურსის მონაწილეთა 20% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა (წინა წელს მხოლოდ 7% იყო), რაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდასა და თიბისის და GAIA-ს ერთობლივი ძალისხმევის წარმატებულ შედეგზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.
კურსის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

განათლება შესაძლებლობაა, მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით დგას თიბისი ახალი თაობის გვერდით. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი
მომავალი თავად შექმნან. AI საოლიმპიადო კურსი ამ მიზნის ნათელი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხიან განათლებას და თვითგანვითარების, ახალ თაობას კი აძლევს გზას განათლებით საკუთარი ამბავი შექმნას.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved