ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ოფიცერმა განაცხადა, რომ ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებს საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
„რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის. ამჟამად „ომიკრონი“ მომაკვდინებელია. მას შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს. შესაძლოა, „დელტაზე“ ოდნავ ნაკლებად, თუმცა ვის შეუძლია თქვას, როგორი იქნება შემდეგი ვარიანტი?
ჩვენ ძალიან სახიფათო ეტაპზე ვიმყოფებით. დასავლეთ ევროპაში ინფიცირების მაჩვენებლები ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება და ამის რეალური გავლენა ჯერ არ არის ნათელი“
კომენტარები