• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალი შეტევა ბევრ ეჭვებს აჩენს” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:12 09-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,870

ძალოვანი სისტემის ყოფილი წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი,რომელიც ხედავს, კითხულობს თუ აკვირდება თუ რა ხდება მსოფლიოში გვერდს ვერ აუვლის რუსეთ-უკრაინის ომს, სადაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ცხადია მეც, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი უკრაინელ ხალხს ვუცხადებ სოლიდარობას, მით უმეტეს ორჯერ ორია, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად იბრძვიან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. პერიოდულად იძაბება მდგომარეობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც შესაძლო ერთ დღეს სერიოზულ ესკალაციაშიც კი გადაიზარდოს. ამასწინათ ერთმა სულელმა მკითხა შენ ვის მხარეს ხარო, და როცა ვუპასუხე მშვიდობის მეთქი, რატომო მკითხა იმავემ. რა უნდა უპასუხო ასეთს, ცხადია ვიცი და ვუპასუხე კიდეც, თუმცა აქ ვერ დავწერ…

 

აი, ამ ყველაფრის ფონზე, არაერთხელ მოგვისმენია, მავანთა, ქართველ თუ უკრაინელ პოლიტიკოსების შეგონება-თხოვნა-მოთხოვნა საქართველოს ომში ჩაბმასთან დაკავშირებით, რატომ და რა მიზნით მგონი ბევრი ახსნა-განმარტება არ გვჭირდება. მაგრამ სულ ახლახან დაწყებული ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტებზე ბევრ ეჭვებს აჩენს: ჯერ თითქოს მავნებლური ზღაპარი არც დასრულებულა ქართველი და რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის „საიდუმლო“ შეხვედრის შესახებ, რომ აგერ უკვე ახალი კამპანია წამოიწყეს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. როგორც რადიკალური პარტიული-ტელევიზიები და მავნებელი არასამთავროები გვამცნობენ თურმე ჯარისკაცებს დახეული სამხედრო ფეხსაცმელები აცვიათ, ხოლო სხვადასხვა შეიარაღებაზე თუ ტექნიკაზე გამოყოფილი თანხების ან ათვისება არ ხდება ან სულაც არამიზნობრივად იხარჯება. თავდაცვა და უსაფრთხოება ეს ის სისტემებია, საიდანაც ასეთი ინფორმაცია სპეციალურად იქ ჩაბუდებული ქვეწარმავლებისაგან მხოლოდ დეზინფორმაციით თუ გამოედინება. ყველაფერი კი ეს ჯარის დისკრედიტაციის მიზნით ხდება. სამწუხაროა, რომ ომის მოსურნე და ქვეყნის მოძულე ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომლებიც დღესაც განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობის სადარაჯოზე დგანან, დღისითაც და ღამითაც. თუმცა მეორე მხრივ თითქოს არც უნდა გაგვიკვირდეს, მოგეხსენებათ, რომ ყველა რეიტინგით პირველ ადგილზე მართლმადიდებელი ეკლესია, და შემდეგ კი ქართული ჯარი მოდის. ასე, რომ თუ ეკლესიას ებრძვიან მავნებლები, ჯარზე ომის გამოცხადებაც არ გაუჭირდებოდა, თუმც ღმერთის შემდეგ ჯარის, ვეტერანი თუ მოქმედი სამხედროების გადაკიდებას, არ მგონია ვინმეს გამარჯვება მოჰყვეს- დამარცხდებიან აქაც, მაგრამ შერცხვებათ თუ არ ნამდვილად ვერ გეტყვით.”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved