ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
,,ძალიან კარგ ფაზაშია ივანიშვილის რეჟიმი.
მთელი სახელმწიფო საკუთარ თავზე ჩამოიკიდა, თავის სასამართლო-პროკურატურა-მთავრობიან-ქუჩიანად.
გააუქმა სამოქალაქო საზოგადოება და ზედ აყოლებს პოლიტიკურ საზოგადოებას.
და თან ამ ყველაფერს იმის ფონზე, რომ იჭერს ყველას, ვინც კი ამ ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებაში ხელი შეუწყო.
ისმის კითხვები: მოერევა? აზიდავს ტვირთს? დამხმარე არ სჭირდება? მარტომ უნდა ქნას? რომელი ჭკუათმყოფელი დაუდგება გვერდით, თუ ძველი გვერდითმდგომი ყველა ციხეშია?
უკვე ყველამ იცის, რომ ადამიანის გამოყენება და მერე მოშორება ივანიშვილის პასუხი კი არ არის შეცდომაზე, არამედ მისი მართვის მეთოდი.
ხოდა ახალი ქოცები საიდან უნდა იშოვნოს? მე გეტყვით: ტოტალურ უტვინოებში, რომლებსაც უჭკუობისა და უცოდინრობის გამო აქვთ იმედი, რომ მათ ხელმწიფის მკაცრი ხელი არ შეეხებათ. ძველებიდან ორი დარჩა ასეთი და ალბათ მალე ორივეს ვნახავთ იქ, სადაც ჩვენ სამართლიანად ვთვლით რომ მათი ადგილია.“











კომენტარები