• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

ალია ავტორი - ალია
13:21 01-21-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების მეუღლეებს პროფესიულ გადამზადებასა და თვითდასაქმების შესაძლებლობას თავაზობს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ტრენინგ ცენტრში “ახალი კარიერა” ექვსთვიან კურსს გადიან – ტანსაცმლის კონსტრუირებასა და კერვაში.

სწავლების პროცესში მონაწილეები ეუფლებიან როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს —საქარგავ და საკერავ მანქანებთან მუშაობას, პროდუქტის მოდელირებას, სამოსის დამზადების სრულ ციკლს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, შექმნან საკუთარი მცირე ბიზნესი და გააუმჯობესონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა. კომპანია კი ფონდის მთავარი დონორი გახდა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.

2025 წლის განმავლობაში ფონდის 160 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. 489 000 ლარით დაფინანსდა 63 სამხედრო მოსამსახურის, 346 000 ლარით – 97 ვეტერანის სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი საჭიროებები. მოზიდული სახსრებით ფონდმა უზრუნველყჰო ასევე ბენეფიციართა ოჯახებისთვის სამედიცინო სერვისების და სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.

სილქნეტის დონაცია უკვე 2 381 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ფონდს ყოველწლიურად არაერთი კომპანია და კერძო პირი უერთდება. 2025 წლისთვის ფონდმა შემოწირულობის სახით მიიღო 744 947 ლარი: 605 403 ლარი იურიდიულ პირთა შემოწირულობაა, 139 544 ლარი – ფიზიკურ პირთა შენატანი.

სოციალური კვლევის საფუძველზე, ფონდმა ბენეფიციართა საჭიროებები განსაზღვრა და მოკლე დროში შექმნა სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მეუღლეებს დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად გადამზადების საჭირო რესურსებს აწვდის. პროგრამის მსმენელები იღებენ იურიდიულ და საბაზისო ბიზნეს ცოდნას, რაც მათ ახალ პროფესიულ გზაზე დამატებით გააძლიერებს. ამ ეტაპზე კურსს ათი მსმენელი გადის, ხოლო სოციალური საწარმო მისი გაფართოებისთვის და მეტი ბენეფიციარის მისაღებად ემზადება.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” ყოველწლიურად მრავალი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი უერთდება, რაც ხელს უწყობს დონაციის მასშტაბების ზრდას, გმირი მეომრებისა და მათი ოჯახების გასაძლიერებლად. ფონდის მიზანია იმ ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება, სადაც მებრძოლთა და ვეტერანთა მიმართ მხარდაჭერის განვითარებული სისტემა არსებობს. თანაბრად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დონაციის განხორციელება ფონდის ვებ გვერდიდან და ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერზე ერთი ზარით – 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

თეგები: სილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
ახალი ამბები

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

13:21 01-21-2026
სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved