• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი… ავტობუსის ჯარიმაც კი არასდროს მქონია” – რეზო კიკნაძე

ალია ავტორი - ალია
18:47 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

პოლიტიკურმა პატიმარმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა:

 

„როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, გახსოვდეთ, ცარიელი სიტყვების გამო არ მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება რაღაც პერიოდი ადამიანი ხელისუფლებაში იყოს და ძალაუფლება შერჩეს, მაგრამ ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს და თავის სათქმელს დაარქმევს. თქვენ შეგიძლიათ ისტორია დაწეროთ.

მიმალვის საფრთხე ახსენეს პროკურორებმა, რანაირად უნდა მივიმალო, ლისის ტბაც არ ვიცოდი სად იყო, საზღვარგარეთაც ვერ გავიქცევი, საერთოდ არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ არასდროს, პასპორტი არ მაქვს, დამალვას საერთოდ არ ვაპირებ, პირიქით, ვაპირებ ყველას ვუთხრა ვინ ვარ  და საერთოდ არაფერი მაქვს დასამალი.

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენას საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ავტობუსის ჯარიმაც კი არასდროს მქონია.

ციხის ნებისმიერი თანამშრომელი, ბადრაგიდან დაწყებული, ციხის დირექტორით დამთავრებული, ყველა გეტყვით, როგორი პიროვნებები ვართ იქ და როგორ ვიქცევით. პირიქით, ყველა იმას ამბობს, აქ რა გინდათ, ჭკუა სად ჰქონდათ, თქვენ რომ გიჭერდნენო. ნაკაშიძე მგონია ხოლმე თავი „თეთრი ბაირაღებიდან“.

როდესაც გახარია მივიდა წულუკიანის ფანჩატურში, მონანიებიდან გამახსენდა ვარლამ არავიძის სიტყვები, როდესაც თავის შვილს ეუბნება, აღსარებისთვის ეშმაკს ეწვიეო? და თქვენ ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ, გთხოვთ, დღეს არ გვაფიქრებინოთ, რომ აღსარება ეშმაკს ჩავაბარეთ” 

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე და რეჟიმის კიდევ 8 ტყვე პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved