• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი ბრალი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს – მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

ალია ავტორი - ალია
11:55 02-11-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

ახალი ბრალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს – მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს.  არასრულწლოვნების ეტაპირება ციხიდან რამდენიმე საათში მოხდება.

გუშინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული მოზარდები სხვა ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ და შემდეგ მასში იღებდნენ მონაწილეობას. უწყებამ გაავრცელა კადრებიც.

ერთ-ერთი დაკავებულის მამა ამბობს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმის მასლები გუშნ გვიან ღამით გადაეცათ, თუმცა მასში მისი შვილი ვერ ამოიცნო.

გუშინ გვიან ღამით მოგვცემს საქმის მასალები, მარა რასაც გადავხედე იქ ჩემი ბავშვი არ არის. მე ჩხუბის ვიდეოები ვნახე და იქ ჩემი შვილი არ არის. არ არის და იმიტომ ვერ ამოვიცანი. არცერთ ეპიზოდში არ არის, ბრალი წარუდგინეს კი და პროვცესი იწყება თავიდან ფაქტიურად და პროცესი იქნება აღკვეთი ღონისძების გადასაწყვეტად, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ციხეში არიან. დაზარალებული ადვოკატს ჯერ არავინ არ უნახია, როგორც ჩანს არც არიან. 100 პროცენტით თუ არა 95%-ით გეუბნებით, ამ მასალაში, რაც მოგვცეს, ჯერ არ შეგვხვედრია”, – აცხადებს ალექსანდრე გაბაშვილი.

ის რომ ძალადობის ამსახველ კადრებში ჩანს კიდევ ერთი დაკავებული გ.რ. ამას “პირველებთან” თავად მისი უფლებადამცველი ადასტურებს.

რაც შეეხება ავალიანი ეპიზოდში ბრალდების დამძიმებას, მიგვაჩნია, რომ არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, იმიტომ, რომ საქმე უკვე სასამართლოშია და ამ ეპიზოდში არ ითვალისწინებს კანონდარღვევას. რაც შეეხება ახალ ბრალს, გადმოგვეცა მასალები, საკმაოდ მოცულობითია და გავეცნობით. ვიდეოში რა თქმა უნდა ფიგურირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. დეტალებზე, რას ამბობს, ახლა თავს შევიკავებ. მასალები არის ძალიან ბევრი და დეტალურად არ ვიცნობ, როამდენ ეპიზოდში ფიგურირებს”, – ამბობს გ.რ-ს ადვოკატი, კახა წერეთელი.

პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების – ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო.

კადრში ახალგაზრდა რომელსაც თან სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი აქვს.

გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved