• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ, რადგან გჭირდებათ გარკვეული ახალი ლეგიტიმაცია, ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნების დროს. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ძალადობის შესაჩერებლად და უნდა გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები“ – შვაბე

ალია ავტორი - ალია
15:23 04-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

გერმანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ფრანკ შვაბემ საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„არსებობდა გარკვეული იმედი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და შემიძლია განვაცხადო როგორც “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომ ვცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგის გზით სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულება და ეს არ ეხება გეოპოლიტიკას. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი მეუბნებოდა : „თქვენ გსურთ გადაწყვიტოთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ“. რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, თქვენ უნდა დაიცვათ ის. თუ თქვენ შეცვლით თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მსგავსი მოდელის მიხედვით, მაშინ ჩვენ ერთად პრობლემები გვექნება და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში. იანვარში ჩვენ ძალიან მკაფიო “მესიჯი” გამოგიგზავნეთ : გთხოვთ, დაბრუნდით. დაუბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციულ დიალოგს და მოდით, ვიაროთ სწორი მიმართულებით ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპირისპირო მოხდა. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ, რადგან გჭირდებათ გარკვეული ახალი ლეგიტიმაცია, ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნების დროს. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ძალადობის შესაჩერებლად და უნდა გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები“ (ინტერპრესნიუსი)

თეგები: ფრანკ შვაბე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved