• რეკლამა
  • კონტაქტი
21:52, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი არჩევნები, ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის, ღარიბაშვილის, პაპუაშვილისა და მოსამართლეების სანქცირება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ალია ავტორი - ალია
15:41 11-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 444  ხმით მიიღო. წინააღმდეგი კი 72 იყო.

რეზოლუციაში მოთხოვნილია საქართველოში ხელახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საუბარია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე და აღნიშნულია, რომ თბილისში დროულად უნდა გაიგზავნოს ტექნიკური მისია.

“მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რაც ასევე გავრცელდება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამომტან მოსამართლეებზე; კვლავ მოვუწოდებთ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პირადი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილზე და მთელი მისი აქტივების გაყინვისკენ ევროკავშირის ფარგლებში, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი; არჩევნების აღიარებაზე უარის თქმასთან ერთად, მოვუწოდებთ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ – გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი 1 წლის განმავლობაში.

ხაზს ვუსვამთ, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის და მოვუწოდებთ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო სტატუსს, მისი შესაძლო შეჩერებით, თუ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ შეუსრულებლად ჩაითვლება;

მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;

მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა; მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის  მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ; მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას ამის შესახებ”, – წერია დოკუმენტში რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას გადაეგზავნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved