• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალგაზრდობა – სავსეა სიცოცხლით, ენერგიით, ინტერესით, სიყვარულით და ძალიან მჯერა ახალგაზრდების!” – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
15:54 02-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116
ასტროლოგი, რამაზ გიგაური:
ძველი თაობა ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამს „მისი კუთვნილი ტახტის“ რყევას, მაგრამ ამაოა მისი შფოთვა. ძველგაზრდობას ყოველთვის ახალგაზრდობა მარხავს. ასეთია ბუნების კანონი. დიახ, შვილმა უნდა დამარხოს მამა (თუ ის „ვარლამ არავიძე“ არ არის, ცხადია)!
ძველი თაობა ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული წუწუნებს, რომ ახალი თაობა „ძველებს“ არ უსმენს, პატივს არ სცემენ ტრადიციებს და ყველაფრის თავისებურად გაკეთებას ცდილობენ.
ჩვენი „ძველგაზრდებიც“ ახალგაზრდებს წარსულის დავიწყებაში ადანაშაულებენ და ავიწყდებათ, რომ თვითონ სულაც 33 წლის წინ ურთიერთსიძულვილისგან ავსებულებმა სამოქალაქო ომი გააჩაღეს.
მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ბატონებო და ქალბატონებო! ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მითუმეტეს, ახალგაზრდებს.
მაშინ, როდესაც ბევრ სატელევიზიო არხზე პირდაპირი ქადაგება მიდის ჩვენი უპირველესი მტრის, რუსეთთან დაახლოვების, მასთან „ჩახუტების“, საკუთარ მომავალზე უარის თქმის და ისევ რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნის შესახებ, ეს ყველაფერი თქვენს ფაქიზ სმენას რატომ არ აღიზიანებს? ამაზე პროტესტს რატომ არ გამოხატავთ?
ვიღაც მიზანმიმართულად გვაძულებს ერთმანეთს. ვიღაც ცდილობს ჩვენი ენერგია სისულელეებში დაიხარჯოს, რათა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი კითხვები არ დავსვათ.
მაგალითად, ხელისუფლებას რატომ არ ვუსვამთ კითხვებს, რომელიც თორმეტი წელია ქვეყნის სათავეშია და ურთიერთსიძულვილის გაღვივების, რუსეთში შეთრევის მცდელობის და საკუთარი ჯიბეების ავსების გარდა არაფერი გაუკეთებია. ერთი ბეწო ქვეყნის პლუტოკრატი ხელისუფლება, რომელიც ჭამს თავის ქვეყანას და ხალხს.
ასე რომ, ამ ქვეყანაში გაცილებით, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ჩვენგან მუდმივ ყურადღებას ითხოვენ.
ახალგაზრდობა – სავსეა სიცოცხლით, ენერგიით, ინტერესით, სიყვარულით და მე პირადად, ძალიან მჯერა ახალგაზრდების! ❤
თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved