• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალგაზრდებო, ნუ წაიწყმედთ სულს ათასამდე დოლარის ფასად, თქვენი დოსიეები მუდმივად დარჩება კრიმინალების ხელში” – ვის მიმართავს ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
00:05 12-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული“

“ბევრი ალბათ ვერც აცნობიერებს საქართველოში ე.წ. “ქოლ-ცენტრების” არსებობის სრულ ტრაგედიას.
ათეულ ათასობით ახალგაზრდა, თან უცხო ენების საკმაოდ კარგად მცოდნენი, ჩაბმული არიან კრიმინალურ საქმიანობაში. მათ მოქმედებას კი სრულიად აკონტროლებენ გაკრიმინალებული ძალოვანები. ზუსტად არის გადმოტანილი პოსტსაბჭოთა რუსული მოდელი.
რა იქნება შემდეგი სკანდალი? არალეგალური “გემბლინგი”, ინდუსტრიალიზებული პროსტიტუცია, ნარკობიზნესი? და ეს ყველაფერი ფსევდო-ლეგალური საფარის ქვეშ. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო პრაქტიკულად ევროპა-აზიის გზაგასაყარის “შავ ხვრელად” ყალიბდება.
აბსოლუტურად ყველა სისტემა, საერო, სასულიერო, სოციალური, პოლიტიკური, კრიმინალური სინდიკატების ყაიდაზე ფუნქციონირებენ.
ქართული საზოგადოებისათვის მიმართვას აზრი არა აქვს; ერთადერთი ისევ ახალგაზრდებს თუ ვურჩევ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გაუბედურებულ სამშობლოში პატიოსნად მუშაობაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ გაუფასურებულ ლარს გიხდიან, ნუ წაიწყმედთ სულს ათასამდე დოლარის ფასად. თქვენი დოსიეები მუდმივად დარჩება კრიმინალების ხელში და არავინ იცის სად ამოგიტივტივდებათ. პრაქტიკულად თქვენს სულს ჰყიდით და ჰყიდით ძალიან იაფად.
კომპიუტერს და ენას თუ ასე კარგად ფლობთ, სხვა მიმართულებით გამოიყენეთ თქვენი ნიჭი, ისწავლეთ; წადით საზღვარგარეთ, პატიოსნად იმუშავეთ. ვიცი ძნელია, გრძელი გზაა, მაგრამ ნუ დახარბდებით იოლ ფულს. ნუ შეეჩვევით “ავის ქმნას”. მაგ მოჩვენებითი სიიოლით გაგხრწნიან ბოროტი ხვადაგები და მერე მოგისვრიან, სამუდამოდ უმომავლოდ დაგტოვებენ.
თქვენი ცოდვა მიეცა იმათ, ვინც საქართველო ევრაზიის “სამორინედ” და “ბორდელად” აქცია”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved