• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალგაზრდა, რომელიც პეკინზე ხანძარს ემსხვერპლა – “სახლი თავად შეიძინა, რამდენიმე დღის წინ კი ეს მთხოვა…”

ალია ავტორი - ალია
13:59 05-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ხათუნა (თამარ) ალანია იყო.

ახალგაზრდა ქალმა ბინა, სადაც ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ შეიძინა და მარტო ცხოვრობდა.

როგორც გარდაცვლილის მეგობარი ყვება, დღეს, მეგობართან ერთად ბოტანიკურ ბაღში უნდა წასულიყო, ეს მისი უკანასკნელი გეგმა იყო…

ხათუნა ალანია თბილისში უძრავი ქონების ბროკერად მუშაობდა.

“ხათუნა ხობის რაიონიდან იყო, მას თამარით მივმართავდი, ეს მისი ნათლობის სახელი იყო. ერთმანეთი ტურზე გავიცანით, ორივეს გვიყვარდა სიარული. რამდენიმე დღის წინ მთხოვა შევხვდეთო, დღეს კი, გადაწყვეტილი გვქონდა ბოტანიკურ ბაღში ერთად გასეირნება.

მომხდარზე არაფერი ვიცოდი, დილიდან ვწერდი, გაიღვიძე, მოვემზადოთ და წავიდეთ-მეთქი, არ მპასუხობდა, მეგონა ეძინა. მერე, მისმა ბიძაშვილმა მომწერა, ცუდი ამბავიაო და ეს საშინელება გავიგე. შოკიდან ვერ გამოვდივარ, ბოლოს წუხელ ვისაუბრეთ, დღე დავგეგმეთ და ასე მოხდა.

სახლი, სადაც ის ცხოვრობდა თავად შეიძინა. ახლა, იმ კორპუსთან მივდივარ, სადაც მეგობარი დავკარგე.” – უყვება ინგა ჯიქია “პრაიმტაიმს”

თბილისში, პეკინის N 41-ში, ძლიერი ხანძარი დილას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ხანძრის გამო შენობიდან გამოღწევას ცდილობდა, რა დროსაც მე-5 სართულის ფანჯრიდან ძირს ჩამოსასვლელად გაზის მილი გამოიყენა. მეზობლები ამბობენ, რომ მას ფეხი დაუცურდა და ჩავარდა.

დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული, მაგრამ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა და მე-7 სართულის ჩათვლით გავრცელდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved