• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ დაიხრჩო ქალი – ჩემ სანაცნობოში ყველას კორონავირუსი დაუდასტურდა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:07 02-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

მოედო საშინლად ქვეყანას კორონავირუსი. პარალელურად გრიპიცაა გავრცელებული. ვინც ავად ხდება, ფიქრობს, რომ გრიპი აქვს და არც იკეთებს ტესტს. სინამდვილეში უმეტესობა კორონავირუსია. ვინც გაიკეთა ჩემს სანაცნობო-საახლობლოში ტესტი, ყველას კორონავირუსი დაუდასტურდა. მეც გადავიტანე “გრიპი”. სამსხურში გამოსვლის წინ დავიტესტე მერვე დღეს, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ტესტმა არ აჩვენა. დრო იყო გასული.
მთავრობა იქცევა უნამუსოდ და უპასუხისმგებლოდ, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანების წინაშე. არც სიფრთხილისკენ მოწოდება, არც თუნდაც პირბადის ტარების რჩევა. რა ხდება მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში, ყველამ კარგად იცის.
სტატისტიკას არავინ აქვეყნებს და როცა გამოქვეყნდება იქნება ყალბი. იქ კორონავირუსი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა უმნიშვნელო რაოდენობით დაფიქსირდება.
ახლახან ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის სპეციალისტს ბებია გარდაეცვალა კორონავირუსით, სტატისტიკაში კი სულ სხვა რამე იქნება აღნიშნული. დაინფიცირდა კორონავირუსით. ასე თუ ისე მსუბუქად გადაიტანა, მერე დაეწყო გართულებები და ორიოდე დღით მოათავსეს კლინიკაში. ვირუსი ვერ დაუდგინდა, რადგან დრო იყო გასული. გამოწერეს ორ დღეში. ორიოდე დღეში სასწრაფომ ისევ გადაიყვანა კლინიკაში და ასე მოხდა სამჯერ. მესამე ჯერზე სასწრაფომ ვერ მიუსწრო, ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ დაიხრჩო ქალი.
არ მინდა იმის მტკიცება, რომ ასეთი შედეგი იმიტომ დადგა, რომ კორონავირუსის პროტოკოლით არ უმკურნალეს. მეორეს მხრივ, ერთ კვირაში სამჯერ გამოწერა და მიბრუნება რაღა იყო, როცა ადამიანი ფაქტობრივად ვერ სუნთქავდა.
“ჩვენთან კორონა არ არის” ღარიბაშვილის მთავრობის ანტივაქსერული დანაშაულებრივი პოლიტიკის ლოზუნგი იყო. 17 500 ადამიანი იმსხვერპლა ამ ვირუსმა საქართველოში, რაც ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაცაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved